ლიბიიდან იტალიაში მიმავალი მიგრანტებით დატვირთული გემი ჩაიძირა. უცხოური მედიის ცნობით, ბორტზე მყოფი 117 ადამიანიდან 116 დაიღუპა. ერთადერთი გადარჩენილი კი ტუნისელმა მეთევზემ იპოვა. მისი თქმით, გემი შტორმის დროს ჩაიძირა.
Seabird-მა, თვითმფრინავმა, რომელიც მიგრანტების მიერ ხშირად გადაკვეთილ ტერიტორიაზე პატრულირებს, ვერ შეძლო გემის ადგილმდებარეობის დადგენა, რამაც გემის ჩაძირვის ეჭვი გამოიწვია.