ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დამიცვენ და დამიფარენ ჩუენ; მენავეთა თანამენავე ექმენ, მოგზაურთა თანამოგზაურ, ხელმოკლეთა და მშიერთა ექმენ მასაზრდოებელ; უსახლ-კაროთა – საფარველ და თავშესაფარ; შიშველთა სამოსელ, უსამართლოდ დევნულთა და შეურაცხყოფილთა თანამდგომელ; ცილისმწამებელნი და მაგინებელნი წინაშე ყოველთა ამხილე; განძვინებულად დამტერებულთა მოულოდებელი მიჰმადლე შერიგებაჲ და ჩუენ ყოველთა – სიყვარული ურთიერთას, მშვიდობა, ღვთისმოსაობა და ჯანმრთელობა დღეგრძელობისა თანა. მეუღლეობაი სიყვარულითა და ერთითა აზრითა დაჰმარხე; მტერობასა და განხეთქილებასა შინა მყოფნი ცოლ-ქმარნი დაამშვიდენ. შეჰრთე ურთიერთას და საკრველი სიყვარულისა დაჰრთე განუხსნელად; დედათა მიდგომილთა მიანიჭე მშობიარობა მარჯვეი, ყრმანი აღზარდე, სიჭაბუკე განსწავლე, განახვენ გონებითნი ნიჭნი მათნი შესამეცნებელად ყოვლისა სარგებელისა მოძღვრებისა, შიში ღმრთისაი, მოთმინებაჲ და სიყვარული შრომისა ასწავე; სახლეულნი მშვიდობითა და სიყვარულითა გარეშეზღუდე შფოთისა და მტერობისაგან; ობოლთა ექმენ დედა. ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან გარე მიაქციე, და ყოველსა კეთილსა და ღვთივსათნოსა შეჰრთე, ხოლო ცთუნებულნი და ცოდვათა და არაწმიდებათა შინა შთაცვენილნი, ცოდვისა შეგინებითა მიმძლავრებულნი, უფსკრულთაგან წარწყმედისათა აღმოიყვანე; ქვრივთა ნუგეშინისმცემელ და შემწე ექმენ; სიბერესა კერთხდასაყრდნობელ; მოულოდებელისა სიკვდილისა, უნანელად განყვანებისაგან მიხსენ და ჩუენ ყოველნი ქრისტიანულსა აღსასრულსა და წინაშე ქრისტეს საშინელსა სამსჯავროსა უვნებელად, ურცხვენელად, მშვიდობით და კეთილად სიტყვის-გებად ღირს-მყუენ; სარწმუნოებითა და სინანულითა აღსრულებულნი ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა ცხოვრებასა განაწესე; მოულოდებელად აღსრულებულთა მოწყალე ექმენ და შეჰვედრე ძესა შენსა, და ყოველთა ნათესავთა გარეშე დაშთენილთა შესვენებულთა განსვენებისთვის ევედრე ძესა შენსა და თჳთ ექმენ მათ თბილ და მიურულებელ მვედრებელად და შუამდგომელად; ყოველთა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა მყოფთა უწყოდიან, ვითარმედ შენ ხარ მტკიცე და ურცხვენელ წინააღმდგომ ნათესავისა ქრისტიანეთასა და გადიდებენ შენ და შენ მიერ ძესა შენსა თანადაუსაბამოით მამით და თანაარსით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა „მოულოდნელი სიხარული“
wpadmin
•
•
კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90
მსგავსი სტატიები
საზოგადოება
მილიარდერები მსოფლიოს დასასრულისთვის ემზადებიან? – კოსმოსური თავშესაფრები, “განკითხვის დღის“ ბუნკერები და კუნძულები უსაფრთხო ზონაში
October 26, 2026
საზოგადოება
„ეს კრემის რეკლამას კი არა, პორნოგრაფიას უფრო ჰგავს“ — გარდაცვლილი შვილის დედის მიმართ კრიტიკა არ წყდება!
October 26, 2026
საზოგადოება
”თუ გინდათ ჩამქოლეთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა…” – გიორგი უშიკიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, გიორგისგან ამას არავინ ელოდა
October 26, 2026
საზოგადოება
❗️🔴 ნუცა თოფურია გურამ დადიანიძის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს — რა ინფორმაცია გავრცელდა ნეშტის აღმოჩენის შესახებ?ვრცლად ნახეთ კომენტარში ⬇️
October 26, 2026