- ჰოი, სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, მამაო, ძეო და წმიდაო სულო! გევედრები შენ, უფალო, დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, მტერთაგან ხილულთა და უხილავთა და უცნაურისა სიკვდილისაგან და ღირს ჰყავ ისინი ზეცისასა შენსა სასუფეველსა. დაუსაბამოისა მამისა, თანადაუსაბამოით შენით ძითურთ და ყოვლად-წმიდით და სახიერით და ცხოველისმყოფელით სულით შენითურით, თაყვანის გცემ არსობით და გევედრები, ნუ დახშავ საუნჯეთა შენთა შვილთა ჩემთათვის (სახელები). ნუ მოიძულებ მეფეო, რამეთუ ხელთა შენთა ქმნილნი არიან. დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები)… ამა სოფლის ამაოებათა ხიბლისაგან, არამედ სრულიად აღავსე გულნი მათნი სულითა შენითა წმიდათა, რათა ყოველნი მათნი საქმენი წარემართნონ სულიერთა შენთა კეთილთა და საუკუნო ცხოვრებისაკენ. ამინ! ამინ! ამინ!
- ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო! იხსენ და დაიცევ შვილნი ჩემნი (სახელები) ცილისწამებისაგან, ყოვლისაგან ჭირისა და უეცარი სიკვდილისაგან.შეიწყალენ შვილნი ჩემნი ჟამთა დღისათა, განთიადისა და მწუხრისა და ყოველთა ჟამთა შინა, მძინარენი დაიცევ, დაიფარე და შეზღუდე. დაიცევ შვილნი ჩემნი დედუფალო ყოველთაგან მტერთა ხილულთა და არახილულთა, ყოველთა ჟამთა და საქმეთა ექმენ შვილთა ჩემთა, დედაო, გადაულახავ კედლად და მტკიცე შემწად. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
- ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაილ!შეეწიე შვილთა ჩემთა (სახელები), დაიცევ ისინი ყოვლისაგან ძვრისა, ცეცხლისა, მახვილისა, ქარისაგან მომსვრელისა და ყოვლისაგან ბოროტისა და სიკვდილ შემოსილისა წყლულებისა. დაიცევ ისინი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, მხედართმთავარო უფლისაო, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
3 ლოცვა შვილების კეთილდღეობისთვის…
wpadmin
•
•
კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90
მსგავსი სტატიები
საზოგადოება
‼12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა
August 18, 2026
საზოგადოება
🔻ეკა კუპატაძის პირველი ემოციური კომენტარი ნია იმნაძის დაკავებაზე – ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️
August 5, 2026
საზოგადოება
“მე არ ვიცი ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის” – რა სთხოვა ლანა ლატარიას დედამ ნანუკა ჟორჟოლიანს?
August 4, 2026
საზოგადოება
‼როგორია ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობაიხილეთ პირველი კომენტარი👇
July 23, 2026