ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ამ გამოსახულებაზე ერთი რომელიმე ფერი აირჩიეთ და პასუხები წაიკითხეთ ყურადღებით შეხედეთ ამ გამოსახულებას, აირჩიეთ რომელიმე ფერი, რომელიც უფრო მოგწონთ ან რომელმაც ყველაზე მეტად მიგიზიდათ პირველი დანახვისას, და შემდეგ წაიკითხეთ თქვენი დახასიათება.

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

შავი – გახასიათებთ გარშემო მყოფებზე ზრუნვის მოთხოვნილება, თუნდაც თავად არ აღიარებდეთ ამას. მარტოობის განცდა ხანდახან მოგეპარებათ, მაგრამ პოულობთ საკუთარ თავში ძალას, გაფანტოთ ასეთი ფიქრები. შეგიძლიათ საკუთარი თავის ხელში აყვანა.

ნაცრისფერი – გონიერი ხართ, არ მოქმედებთ ნაჩქარევად. თქვენს ცხოვრებაში ნაკლებია რისკი და უცაბედად მიღებული გადაწყვეტილებები. არ გაქვთ ხასიათში, ყველას ამცნოთ თქვენი ფიქრები, გრძნობები თუ ქმედებები. შინაგან სამყაროს უფრთხილდებით და მხოლოდ რჩეულების ხვედრია მასში შეღწევა.

წითელი – მგრძნობიარე და ექსპრესიული ნატურა ხართ. ხანდახან გრძნობებს გასაქანს აძლევთ, ისე, რომ არ ფიქრობთ იმაზე, როგორ აღიქვამენ ამას გარშემო მყოფები. ფიცხი ხართ, თუმცა უბოროტო. გიყვართ ცხოვრება და მისით ტკბობა. დიდი შინაგანი პოტენციალი გაქვთ და თუ გგონიათ კიდეც, რომ ზღვარზე ხართ, დაიღალეთ, სინამდვილეში კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

ყავისფერი – ფეხზე მყარად დგახართ, რეალური ცხოვრება თქვენთვის ყველაზე მთავარია. არ გიყვართ ოცნების კოშკების აგება. დამოუკიდებლად იღებთ გადაწყვეტილებებს და შეგიძლიათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. თქვენი ნდობა შეიძლება.

ყვითელი – ადამიანებთან ურთიერთობაში უშუალო ხართ, ინტელიგენტური, კომუნიკაბელური. ცნობისმოყვარეობაც გახასიათებთ, სიამოვნებას იღებთ ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენით. ოპტიმისტი ხართ და ნებისმიერი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალს პოულობთ. თქვენთან იოლია საერთო ენის პოვნა და სასიამოვნოა ურთიერთობა.

ლურჯი – მშვიდი ნატურა ხართ, იშვიათად ფეთქდებით. თავდაჯერებული ხართ და ეს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გიყვართ სიმტკიცე ოჯახში, საქმეებში და ზოგადად ცხოვრებაში. ხშირად იღლებით და დასვენება გჭირდებათ ხოლმე ჰარმონიისკენ ხართ მიდრეკილი, გიყვართ სიმშვიდე. მდიდარი შინაგანი სამყარო გაქვთ და ბევრი ნიჭი.

მწვანე – გეშინიათ სხვისი გავლენის, ეძებთ თვითდამკვიდრების გზებს, რადგან ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია. უშველებელი ცხოვრებისეული პოტენციალი გაქვთ, რომელიც აუცილებელია რაღაცაში გამოავლინოთ. ბევრი რამ შეგიძლიათ, როცა თავდაჯერებას გრძნობთ და რაც მთავარია, გარშემო მყოფთაგან მხარდაჭერას. ყველა წამოწყებას საფუძვლიანად უდგებით და იოლად ლახავთ სირთულეებს, თუ გვერდით საიმედო ადამიანი გეგულებათ.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026