რატომ ბრუნდება წონა დიეტის დასრულებისთანავე და როგორ უკავშირდება მუცლის ცხიმი ღვიძლის ფუნქციონირებას? რა მარტივი რეცეპტის მომზადება შეგიძლიათ სახლის პირობებში ბაყაყურათი და სელის თესლით, რომელიც ორგანიზმის გაწმენდაში დაგეხმარებათ?
ადამიანებს, რომლებიც მუცლის ცხიმს, მკაცრი დიეტების საშუალებით, მაგრამ უშედეგოდ ებრძვიან, საინტერესო რეცეპტს სთავაზობს ვისცერალური თერაპევტი გელა მალუძე.
ექიმი ამბობს, რომ დიეტები მუცლის ცხიმთან ბრძოლაში არაეფექტურია, სინამდვილეში მთავარი პრობლემა ღვიძლია და პირველ რიგში სწორედ ღვიძლის გასუფთავებაა საჭირო.
„ყველა ადამიანს ქალი იქნება თუ მამაკაცი, სურს კარგად გამოიყურებოდეს და მუცელზე ზედმეტი ცხიმი არ აწუხებდეს. ამის გამო ადამიანები ხშირად დიეტებს მიმართავენ. სინამდვილეში, დიეტა არაეფექტურია. ადამიანი დაასრულებს დიეტას, ჩვეულ კვებას უბრუნდება და ცხიმიც უკან ბრუნდება. მიზეზი სწორედ დიეტა და მოშივებული, გამოფიტული, მინერალებსა და ვიტამინებს მოკლებული ორგანიზმია. სინამდვილეში, პრობლემა არის ღვიძლში.
მე გთავაზობთ ღვიძლის გასასუფთავებელ და მუცელზე ცხიმის მწველ უბრალო რეცეპტს, რომლის მომზადებაც ყველა ადამიანს მარტივად შეუძლია.
ავიღოთ 5გრამი ბაყაყურა, დავფქვათ, დავამატოთ 5 ჩაის კოვზი დაფქული სელის თესლი, ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი, კარგად გადავურიოთ და ყველა ჭამის შემდეგ თითო ჩაის კოვზი მივიღოთ.
თუ ფხვნილი მშრალი მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ სითხეც დააყოლოთ.
არის ერთი დეტალი, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია. ამ ინგრედიენტებიდან, დარიჩინის გარდა ყველაფერი, დალევის წინ უნდა დაიფქვას, რადგან დიდი ხნის დაფქული ბაყაყურა და სელი მწარდება და ისეთ ნივთიერებებს გამოყოფს, რომლებმაც შესაძლოა მოწამვლა გამოიწვიოს.
მათთვის, ვისაც ყოველდღე წამლის მომზადება დაეზარება, არსებობს გამოსავალი. ფხვნილს იმდენი თაფლი უნდა დავამატოთ, რამდენშიც მიღებული მასა გაიხსნება.
თაფლი წამლის რამდენიმე დღის განმავლობაში შენახვას ხდის შესაძლებელს. მომზადებული წამალი შეგიძლიათ მაცივარშიც შეინახოთ და მაცივრის გარეშეც.
რა თქმა უნდა თაფლის შერევით კალორიები გაიზრდება, მაგრამ დამიჯერეთ, რამდენადაც ეს ნარევი ღვიძლს ასუფთავებს, კალორიების მატება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს,” -ამბობს ექიმი გელა მალუძე.