ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“მუნი არის დაავადება, რომელიც არ უნდა არსებობდეს XXI საუკუნეში…. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გვხვდება მუნი და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები “არასუფთები” არიან” – ლაშა უჩავა

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

რა­ტომ არ­სე­ბობს XXI სა­უ­კუ­ნე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნი­სა და პრე­ვენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში სა­ერ­თოდ არ უნდა იყოს”

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქვე­ყა­ნა­ში მუ­ნის (ტკი­პით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა) შემ­თხვე­ვებ­მა იმა­ტა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წე­რენ, რომ და­ა­ვა­დე­ბა და­ფიქ­სირ­და სკო­ლებ­სა და ბა­ღებ­ში.

მუ­ნის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბი იმა­ტებს ცივი სე­ზო­ნის დად­გო­მი­სას. ამას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს: ხში­რი კონ­ტაქ­ტი და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, სქე­ლი და ბევ­რი ტან­საც­მე­ლი ტან­ზე.
პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბა მუ­ნის შე­სა­ხებ

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ, მუ­ნის შე­სა­ხებ გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა:

მუნი არის ტკი­პით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა. მისი ძი­რი­თა­დი სიმპტო­მი ძლი­ე­რი ქა­ვი­ლია. გა­და­დის მხო­ლოდ მჭიდ­რო ხან­გრძლი­ვი კონ­ტაქ­ტით კა­ნით კან­ზე, თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­და­ვი­დეს თეთ­რე­უ­ლით, პირ­სა­ხო­ცით, ტან­საც­მლით. მკურ­ნა­ლო­ბა საკ­მა­ოდ ად­ვი­ლია, სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­ლა­მო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­ვე­რი­დოთ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქტს, მო­ვე­რი­დოთ სხვი­სი პირ­სა­ხო­ცის, სხვი­სი ტან­საც­მლის და თეთ­რე­უ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას. მკურ­ნა­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­უ­ტარ­დეს არა მარ­ტო იმას ვი­საც აქვს მუნი, არა­მედ მისი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს და ასე­ვე, ვი­საც მჭიდ­რო, ახლო და ხან­გრძლი­ვი კონ­ტაქ­ტი აქვს მას­თან,” — გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.მისი გან­მარ­ტე­ბით, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 1%-ს მუნი აღე­ნიშ­ნე­ბა. და­ახ­ლო­ებით.
ასე­თი­ვე მო­ნა­ცე­მე­ბია დღეს სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

მუ­ნის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი და პრე­პა­რა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში

რო­გორც პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მუ­ნის მკურ­ნა­ლო­ბა საკ­მა­ოდ ად­ვი­ლია, თუმ­ცა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

მუ­ნის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ე.წ. აკა­რი­ცი­დუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კლა­ვენ ტკი­პას. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი და კონ­კრე­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტი ყო­ველ­თვის უნდა შე­ირ­ჩეს ექიმ-დერ­მა­ტო­ლო­გის კონულტაციით.
მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: მკურ­ნა­ლო­ბი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტან­საც­მლი­სა და თეთ­რე­უ­ლის დე­ზინ­ფექ­ცია – გა­რე­ცხვა 60°C-ზე ან უფრო მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. მკურ­ნა­ლო­ბა უნდა ჩა­უ­ტარ­დეს ყვე­ლა კონ­ტაქ­ტურ პირს და არა მხო­ლოდ ინ­ფი­ცი­რე­ბულს.

ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მწვა­ვე პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

“მინ­და ამ პოს­ტით, რამ­დე­ნი­მე ჩემს კო­ლე­გას გა­მო­ვეხ­მა­უ­რო, დიახ გვახ­სოვს 90-ია­ნე­ბი, რო­დე­საც მუნი (ბღე­რი) არა­ვის უკ­ვირ­და, დიახ გვახ­სოვს დე­ნის მოს­ვლა გვიკ­ვირ­და, გაზი სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დით იმ­დრო­ინ­დელ­მა ბავ­შვებ­მა რა იყო, წყა­ლი უფრო ნაც­ნო­ბი იყო ჩვენ­თვის, უფრო ხში­რად მო­დი­ო­და ონ­კან­ში და იქ დავ­ბრუნ­დეთ? ეს მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ვა­მარ­თლოთ? რა­ტომ არ ფიქ­რობთ სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე? ან ბავ­შვის ფსი­ქო-ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ამ დროს? იქ­ნებ ისიც წა­ი­კი­თხოთ მისი გავ­რცე­ლე­ბა სად არის? ბანგლადეში, ინდოეთის პროვინციები, აფრიკის ზოგიერთ სოფელში და ა.შ.
მუნი – და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც არ უნდა არ­სე­ბობ­დეს XXI სა­უ­კუ­ნე­ში

მუნი (scabies) არ არის უბ­რა­ლოდ „ქა­ვი­ლი“ – ეს არის სო­ცი­ა­ლუ­რი სიგ­ნა­ლი.

სიგ­ნა­ლი იმი­სა, რომ სა­დღაც სის­ტე­მა არ მუ­შა­ობს. რომ იქ, სა­დაც ბავ­შვი უნდა თა­მა­შობ­დეს, ის იზო­ლა­ცი­ა­შია, იმი­ტომ რომ მისი კან­ქვეშ ერთი მი­ლი­მეტ­რი­ა­ნი ტკი­პა ცხოვ­რობს — და მე­დი­კა­მენ­ტიც კი ძნე­ლად იშო­ვე­ბა.

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მშო­ბე­ლი აფ­თი­ა­ქი­დან აფ­თი­აქ­ში და­დის, რომ იშო­ვოს პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში OTC (თა­ვი­სუფ­ლად) იყი­დე­ბა, ბავ­შვი კი სახ­ლში ვერ ეკა­რე­ბა სხვებს, სა­კუ­თარ ძმას, დე­დას, მე­გო­ბარს… და რბილ ავე­ჯზე დაჯ­დო­მაც ეკ­რძა­ლება.
ეს მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მა აღარ არის — ეს სო­ცი­ა­ლუ­რი ტრავ­მაა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ გვხვდე­ბა მუნი სკო­ლებ­სა და ბა­ღებ­ში და ეს არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი „უხე­ი­რო­ნი“ ან „არასუფთები არიან.
ეს  ნიშ­ნავს, რომ პრო­ფი­ლაქ­ტი­კა არ მუ­შა­ობს, არ მიმ­დი­ნა­რე­ობს სკო­ლებ­ში დე­ზინ­ფექ­ცია, არა­რის და­ცუ­ლი ჰი­გი­ე­ნა, ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა არ არ­სე­ბობს. ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა არ უნდა ტო­ვებ­დეს ოჯახს მარ­ტო პრობ­ლე­მას­თან, მით უმე­ტეს ისეთ და­ა­ვა­დე­ბას­თან, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად იკურ­ნე­ბა დრო­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­თხვე­ვა­ში.
მუნი — ეს არის სი­ღა­რი­ბის, უყუ­რა­დღე­ბო­ბის და სის­ტე­მუ­რი ხარ­ვე­ზის სარ­კე და სა­ნამ ბავ­შვს ერთ ოთახ­ში გა­მო­კე­ტა­ვენ, სა­ნამ დედა ონ­ლა­ინ ეძებს წა­მალს და ელო­დება პასუხს აფთიაქიდან
ჯან­დაც­ვამ უნდა იკი­თხოს:

რა­ტომ არ­სე­ბობს XXI სა­უ­კუ­ნე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნი­სა და პრე­ვენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში სა­ერ­თოდ არ უნდა იყოს”,

გაზიარება: