ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“დავიხოცეთ, ვინც შევესწარით ამ ტრაგედიას“- რას ამბობენ თვითმხილველები ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა. 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 10 წლამდე ბავშვიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ზუსტად ჩემს კორპუსთან მოხდა. დავიხოცეთ, ვინც შევესწარით ამ ტრაგედიას…“.

„ბავშვი კონტაქტური გადაიყვანეს, იმედია, კარგად იქნება…“, – წერენ თვითმხილველები სოციალურ ქსელში.

მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება: