საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პსჟ ბრაზილიურ “ფლამენგოს” დაუპირისპირდა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
- ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო.
ლუის ენრიკემ მინდორზე გუნდი ასეთი შემადგენლობით გამოიყვანა: საფონოვი, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, ლი, კვარაცხელია, დუე.

მატჩში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. კვარამ 35-ე წუთზე დეზირე დუეს გადაცემა გოლად აქცია.
მეორე ტაიმში 62-ე წუთზე. ფლამენგომ ანგარიში გაათანაბრა. 11-მეტრიანი დარტყმა ჟორჟინიომ ზუსტად შეასრულა.
მატჩის ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და დამატებითი დრო დაინიშნა.
დამატებით დროში ხვიჩა კვარაცხელია შეცვალეს. ანგარიში არც დამატებით დროში არ შეცვლილა და ყველაფერი 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც პსჟ-ს მეკარემ გმირულად ითამაშა – საფონოვმა 4 11-მეტრიანი მოიგერია. საბოლოოდ კი პარიზულმა გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.