ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ჩემი შვილები მეუბნებიან, კარგი მამა ხარო…თამუნამ დამილაგა ასევე ჩემს პირველ მეუღლესთან ურთიერთობაც” –

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

მსახიობი სანდრო მიკუჩაძე ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში, მეუღლის თამუნა მუსერიძის შესახებ საუბრობს. სანდროს თმით თამუნა ძალიან კარგი მეუღლეა და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ უფროს ქალიშვილთან და პირველ მეუღლესთან ურთიერთობა დაულაგა.

„სანდრიკა, თამუნას პირველი შვილი, 16 წლისაა, ჩემი პირველი ქალიშვილი, ელენე – 14 წლის, მარიანა 7 წლის და ანიკა – 5 წლის. ჩემი შვილები მეუბნებიან, კარგი მამა ხარო… სხვათა შორის, ჩემი და ელენეს ურთიერთობის დარეგულირებაში დიდი როლი ითამაშა თამუნამ. ის არ არის ჩემი შვილისთვის დედინაცვალი, ის მისი მეგობარია და მიხარია ეს ამბავი. სიმართლე გითხრათ, თამუნამ დამილაგა ასევე ჩემს პირველ მეუღლესთან ურთიერთობაც…“ – ამბობს სანდრო.

ტელესახე თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე რამდენიმე წელია, რაც ცოლ-ქმარნი არიან. მათ ორი საერთო გოგონა ჰყავთ. წინა ქორწინებიდან სანდროს გოგონა, თამუნას კი ვაჟი ჰყავს.

თამუნა ტელეწამყვანია და წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე, სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ“ გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობენ. სანდრო კი პროფესიით მსახიობია და არაერთ ცნობილ სპექტაკლსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

სანდროსა და თამუნას ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2015 წელს გახდა. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, შერიგდნენ და დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. მათ ორი საერთო შვილი, ანიკა და მარიანა ჰყავთ.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026