ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

10-15-20 ათასიანი ფულადი დახმარება – პოლიციელების და მეხანძრე-მაშველების სოციალური დაცვის გარანტიების ინიციატივას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

პოლიციელების და მეხანძრე-მაშველების სოციალური დაცვის გარანტიების ინიციატივას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

მესამე მოსმენით “პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილები დაამტკიცეს, რომლის თანახმად, პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში, ოჯახი ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 30 000 ლარის ოდენობის თანხას მიიღებს, ხოლო დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 2 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

კანონის პროექტით ასევე განისაზღვრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მისთვის მისაცემი ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას, აღნიშნული ფულადი დახმარება – 20 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000 ლარი, ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 10 000 ლარი იქნება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით, რომელიც 1 წელს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული ვადის გაგრძელება სამინისტროში შექმნილი შესაბამისი სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე დასაშვები იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ვადით.

სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 4 თვის ვადით.

ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 თებერვლიდან შევა.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
მილიარდერები მსოფლიოს დასასრულისთვის ემზადებიან? – კოსმოსური თავშესაფრები, “განკითხვის დღის“ ბუნკერები და კუნძულები უსაფრთხო ზონაში
October 26, 2026
საზოგადოება
„ეს კრემის რეკლამას კი არა, პორნოგრაფიას უფრო ჰგავს“ — გარდაცვლილი შვილის დედის მიმართ კრიტიკა არ წყდება!
October 26, 2026
საზოგადოება
”თუ გინდათ ჩამქოლეთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა…” – გიორგი უშიკიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, გიორგისგან ამას არავინ ელოდა
October 26, 2026
საზოგადოება
❗️🔴 ნუცა თოფურია გურამ დადიანიძის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს — რა ინფორმაცია გავრცელდა ნეშტის აღმოჩენის შესახებ?ვრცლად ნახეთ კომენტარში ⬇️
October 26, 2026