ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

სანდრო სანაია ცნობილი ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ვაჟია, რომელიც მამის გზას აგრძელებს.

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ჟურნალისტის გიორგი სანაიას ვაჟი სანდრო სანაია დაქორწინდა. სანდროს რჩეული, ელენე ენუქიძე, პროფესიით მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტია. იგი წლებია ამ სფეროში საქმიანობს და კარიერული თვალსაზრისით საკმაოდ აქტიურია.

ელენე და სანდრო დიდი ხანია ერთად არიან, თუმცა წყვილი პირად ცხოვრებას იშვიათად ასაჯაროებს. ისინი ცდილობენ ურთიერთობა საჯარო სივრცისგან შორს შეინარჩუნონ და ყურადღება ძირითადად პროფესიულ საქმიანობაზე გაამახვილონ.

სანდრო სანაია მამის მსგავსად ჟურნალისტია. ის უკვე წლებია “რუსთავი 2”-ის სახეა. მან იმუშავა როგორც დილის და შუადღის გადაცემებში, ამასთან იყო საინფორმაციო გამოშვების წამყვანიც. 

სანდრო და ელენეს ქორწინების შესახებ ინფორმაცია, ასევე ჟურნალისტმა და სანდროს მეგობარმა ავთო გვასალიამ გაავრცელა. 

“სან­დრო სა­ნა­ი­ას და ელე­ნე ენუ­ქი­ძეს გა­უ­მარ­ჯოს” – წერს ავთო.

სანდრომ რამდენიმე წლის წინ მამაზე საუბრობდა. 

“სევ­დი­ა­ნი მო­მენ­ტი იყო, თუმ­ცა ჩე­მამ­დე ეს ისე მო­ი­ტა­ნეს და ისე ამიხ­სნეს, რომ ტრავ­მა არ მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც­ნა­ი­რად შე­გუ­ე­ბუ­ლად იყო, არც არა­ვის­ზე ვბრა­ზობ­დი და არც არა­ვის­ზე ვი­ბოღ­მე­ბო­დი. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა იმ მხრივ, რომ დე­და­ჩე­მი ჩემ გვერ­დით იყო, ბი­ძე­ბი და სხვე­ბიც არა­ფერს მაკ­ლებ­დნენ… მივ­ხვდი, რომ მა­მა­ჩე­მი მო­ი­შო­რეს, რო­გორც ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ერ­თი მო­უ­შო­რე­ბი­ათ და საქ­მე შე­კე­რეს, – მიჭ­რეს, მოჭ­რეს ისე, რო­გორც აწყობ­დათ… იგი­ვე ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, რაც მან და­ამ­თავ­რა – ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, თსუ, მე­ექ­ვსე კორ­პუ­სი – აქ მი­ი­ღო მა­ნაც ჩემ­სა­ვით გა­ნათ­ლე­ბა… ნე­ბის­მი­ერ დროს შე­მეძ­ლო გა­და­მე­ფიქ­რე­ბი­ნა, მაგ­რამ არ გა­და­ვი­ფიქ­რე და უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ, არ ვნა­ნობ… სა­ერ­თოდ არ მიყ­ვარს, რომ გი­ორ­გის­თან მა­კავ­ში­რე­ბენ. დღეს­დღე­ო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით არ ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ, დი­ლის გა­და­ცე­მა­ში ვმუ­შა­ობ და კი­დევ რა­ღაც პრო­ექ­ტებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ.” – ამ­ბობ­და სან­დრო.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026