კასპში მეექვსე დღეა, 18 წლის ზუკა გულაროვს ეძებენ. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა და ფაქტს ადასტურებს ახალგაზრდა ბიჭის მამა ავთო გულაროვი.
- როგორც ირკვევა, ბიჭი 12 დეკემბერს გამთენიისას გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს. ძებნის სამუშაოებში ჩართულია პოლიცია, ასევე სამაშველო სამსახურები.
“არაფერი არ არის სიახლე, არ გვიპოვია” – გვითხრა ბიჭის მამამ. ზუკას ყველგან ეძებენ, მაგრამ უშედეგოდ.
“სიახლე არ არის, საერთოდ არაფერი ხელჩასაჭიდი ამ დრომდე არ გვაქვს. საერთოდ ვერაფერი გავიდა. დღეს მეექვსე დღეა, რომ ვეძებთ. ჩემი ბიძაშვილის შვილია, ვერაფერს გეტყვით, უაღრესად კარგი ბავშვია, სტუდენტი გახდა წელს, ჯავახიშვილში სწავლობდა, არ ვიცი რა ვთქვა. ღამე ადგა და სახლიდან გავიდა. მას მერე ვერსად ვპოულობთ. მობილური ტელეფონი სახლში დატოვა, არაფერი არ ვიცით გარდა იმის, რომ ვეძებთ. ღმერთს შევთხოვ ვიპოვოთ უვნებელი. ყველგან ვეძებთ, არსად არ არის ჯერჯერობით. არანაირი პრობლემები არ ჰქონია, ამ წუთსაც ვეძებთ. პოლიცია და სამაშველო ჩვენთან ერთად ეძებს” – გვითხრა დაკარგულის ნათესავმა.
მეგობრებო დაგვეხმარეთ, სახლიდან გავიდა და მას მერე ვეძებთ, თუ ვინმემ შეამჩნიეთ დამიკავშირდით ნომერზე 555208518. ძალიან გთხოვთ” – წერენ კასპის ჯგუფში.
თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ბიჭის შესახებ იქნებ დარეკოთ 112-ში ან მითითებულ ნომერზე.