ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ლოცვა ანდრია პირველწოდებულის მიმართ, რომელიც კეთილდღეობას ანიჭებს მთელ ოჯახს

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ლოცვა ანდრია პირველწოდებულისადმი

ყოვლად-დიდებულო მოციქულო წმიდაო ანდრეა, ქრისტეს მიერ შეყუარებულო, ანგელოზთაგან პატივცემულო, კაცთაგან თაყვანისცემულო, ეკლესიისა მტკიცეო საფუძველო, ყოველთა მორწმუნეთა მიმართ წინამძღვარო, მზეებრ შარავანდედითა შენითა სოფლისა განმანათლებელო, ქრისტეანეთა სულთა განმაბრწყინვებელო და ღმრთისა მიმართ შემწირველო.

ყოვლადქებულო წმიდაო მოციქულო ანდრეა, მახარობელო მშვიდობისაო, ყოვლისა შემძლებელითა ლოცვითა შენითა მოჰფინე ქუეყანასა მშვიდობა, კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ამაღლება, უწმიდესსა და უნეტარესსა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტსა, დიდსა მეუფესა მამასა ჩუენსა ილიას განბრწყინვება, ყოვლად-სამღუდელოთა მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოსთა და ყოველთა სამღუდელოთა და სამონაზნო წესთა განმშვენება. გევედრებით ქრისტეს მოწაფეო, ევედრე შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა მოანიჭოს სოფელისა სავსებასა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

ყოვლად-წმიდისა სამებისა ქადაგო და მის მიერ ღმრთივ-შუენიერად განათლებულო წმიდაო მოციქულო ანდრეა, მას სახიერსა ევედრე, რაჲთა ყოველთავე მართლმადიდებელთა მოგვმადლოს მარადის სათნო-ყოფა, კეთილ-მოქალაქეობით წარმატება, ზეცისა მოქალაქედ გამოჩინება და შენ-თანა ზიარ-ყოფა, წმიდათა თანა მოდასეობა, მართალთა თანა სავანეობა და ანგელოზთა თანა გალობა, რამეთუ შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ტროპარი მოციქულ ანდრია პირველწოდებულისადმი

მიწყალენ ჩუენ უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა ცოდვილნი ესე შევსწირავთ: მიწყალენ ჩუენ უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენ-ზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ-არს ჩუენზედა და შეგვიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთის-მშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენა ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტეანეთასა. ამინ.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026