ურთულესი პერიოდია ქართული MMA-ისთვის. მერაბ დვალიშვილი და გიგა ჭიკაძე დამარცხდნენ. მტკივნეულია? კი, ძალიან! მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეული და სამარცხვინოა ის კომენტარები, რასაც ქართველი “გულშემატკივრების” ნაწილი წერს!
მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ!
მერაბზე: “რატომ არ დაისვენა? წელიწადში 5-ჯერ რატომ იჩხუბა?”
ხალხო, თქვენ საერთოდ აცნობიერებთ რას ამბობთ?!
მერაბ დვალიშვილმა 2025 წელს გააკეთა ის, რასაც UFC-ის ისტორიაში თითქმის არავის გაუკეთებია! მან სცადა შეუსრულებელი მისია — 4 ტიტულის დაცვა ერთ წელიწადში!
მან არ აირჩია “უსაფრთხო გზა”. მას შეეძლო სახლში დამჯდარიყო, ქამარი ჩაეხუტებინა და წელიწადში ერთხელ ეჩხუბა. მაგრამ მან აირჩია ისტორიის დაწერა! მან გარისკა ყველაფერი, რომ ჩვენთვის ეთქვა: “ქართველები არ ვიღლებით!”.
დღეს მას აკრიტიკებთ გადაღლის გამო? ეს იგივეა, გმირს უთხრა — “რატომ იბრძოლე ბოლომდე, გაჩერებული ყავი”.
მერაბი “მანქანაა” და მანქანები არ ჩერდებიან! ერთი მარცხი მის სიდიადეს ვერაფერს დააკლებს!
გიგაზე: “ფულის გამო სცემენ… პრაიმში აღარაა…”
აი, ეს არის უმადურობის პიკი!
“ფულის გამო აკეთებს?” — კი ბატონო, ეს მათი პროფესიაა! თქვენ სამსახურში ხელფასის გამო არ დადიხართ?! განსხვავება ისაა, რომ გიგა ჯანმრთელობას დებს სასწორზე!
“სხვებს თავს აცემინებს?” — დაავიწყდა ყველას “გიგა ჭიკაძის” ნოკაუტები?! დაავიწყდათ, ვინ გაიტანა ქართული სტრაიკინგი მსოფლიო არენაზე?!
მაშინაც კი, თუ მებრძოლი პრაიმში აღარაა, გალიაში შესვლა უდიდეს ვაჟკაცობას მოითხოვს. გიგა ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ასეთი ლაპარაკი ჩვენი მებრძოლის მიმართ უბრალოდ სირცხვილია!
დასკვნა:
ნამდვილი გულშემატკივარი ჩანს მარცხის დროს! მოგების დროს ყვირილი ადვილია. დღეს, როცა ბიჭებს ყველაზე მეტად უჭირთ, მათ გვერდში დგომა სჭირდებათ და არა ჭკუის დარიგება დივნებიდან!
მე ვამაყობ მერაბით! მე ვამაყობ გიგათი! ვინც ეთანხმებით, დატოვეთ კომენტარებში!