ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

მთამსვლელმა გაამხილა, რატომ დატოვა ავსტრიის უმაღლეს მწვერვალზე შეყვარებული, რომელიც ყინვისგან დაიღუპა – ტრაგედიად ქცეული “ლავსთორი”

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

მთამ­სვლე­ლი, რო­მელ­მაც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ავ­სტრი­ის უმაღ­ლეს მწვერ­ვალ­ზე და­ტო­ვა, აცხა­დებს, რომ გა­და­სარ­ჩე­ნად ვერ­ტმფრენს ითხოვ­და, თუმ­ცა გა­ნუ­ცხა­დეს, რომ დახ­მა­რე­ბის გაგ­ზავ­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო – 36 წლის თო­მას პლამ­ბერ­გერ­მა მოვ­ლე­ნე­ბის სა­კუ­თა­რი ვერ­სია გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში გა­ამ­ხი­ლა.

თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში პლამ­ბერ­გერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ „სი­ტუ­ა­ცია უი­მე­დო იყო“ და არ ეს­მო­და, თუ რა­ტომ დას­ჭირ­და ამ­დე­ნი ხანი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბას. მა­მა­კა­ცი ამ­ტკი­ცებს, რომ პირ­ვე­ლად სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფებს და­ახ­ლო­ე­ბით 00:35 სა­ათ­ზე და­უ­კავ­შირ­და და ვერ­ტმფრე­ნით სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ი­თხო­ვა.

“იმ ეტაპ­ზე უკან დაბ­რუ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო“, – თქვა მან და დას­ძი­ნა, რომ ოფი­ცერ­მა, რო­მელ­თა­ნაც ტე­ლე­ფო­ნით და­კავ­ში­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა, უთხრა, რომ ვერ­ტმფრე­ნით სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ამი­ტომ წყვილ­მა გა­და­ად­გი­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა.

თუმ­ცა, სი­ტუ­ა­ცია უი­მე­დო იყო: ქალი ფი­ზი­კუ­რად იმ­დე­ნად გა­მო­ფი­ტუ­ლი იყო, რომ აღ­მარ­თის გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­ეძ­ლო“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, წყვილ­მა ერ­თობ­ლი­ვად გა­და­წყვი­ტა, რომ პლამ­ბერ­გერგს და­მო­უ­კი­დებ­ლად ეძია დახ­მა­რე­ბა. იგი ოფი­ცერს დი­ლის 3:30 სა­ათ­ზე კვლავ და­უ­კავ­შირ­და და აც­ნო­ბა, რომ დახ­მა­რე­ბის სა­პოვ­ნე­ლად შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მარ­ტო და­ტო­ვე­ბა უწევ­და.

პრო­კუ­რო­რე­ბი, თა­ვის მხრივ, აცხა­დე­ბენ, რომ პლამ­ბერ­გე­რი და მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გზა­ზე სა­ღა­მოს 9 სა­ა­თამ­დე გა­ი­ჭედ­ნენ. მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, მა­მა­კაც­მა პო­ლი­ცია პირ­ვე­ლად ღა­მის 1:35 სა­ათ­ზე გა­მო­ი­ძა­ხა და და­ახ­ლო­ე­ბით 30 წუ­თის შემ­დეგ დახ­მა­რე­ბის სა­ძებ­ნე­ლად გა­იქ­ცა.

ბრალ­დე­ბულ­მა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და­უც­ვე­ლი, დაღ­ლი­ლი და დე­ზო­რი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და­ტო­ვა. ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბულს, თა­ვი­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უკვე ჰქონ­და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა, იგი ტუ­რის პა­სუ­ხის­მგე­ბელ გი­დად უნდა ჩა­ეთ­ვა­ლათ.” – გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რო­რებ­მა.

სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფებ­მა ქა­ლის გა­ყი­ნუ­ლი ცხე­და­რი მე­ო­რე დი­ლით იპო­ვეს — სა­ვა­რა­უ­დოდ, დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ. ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, პლამ­ბერ­გე­რის ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გურტნე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა “ტრა­გი­კუ­ლი, სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვა” იყო.

პლამ­ბერ­გერს, რომ­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სიც ინსბ­რუ­კის რე­გი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში თე­ბერ­ვალ­ში უნდა გა­ი­მარ­თოს, და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სამ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

გაზიარება: