ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

როგორ მივცეთ ხმა ანიტას საბავშვო ევროვიზიაზე – დეტალური ინსტრუქცია

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დაიწყო. საქართველოს წარმომადგენლისთვის, ანიტა აბგარიანისთვის საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება საიტზე https://vote.junioreurovision.tv

ამისთვის საჭიროა, უყუროთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიოთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა, დააჭიროთ ხმის მიცემის ღილაკს, ამის შემდეგ მარტივ მათემატიკურ მოქმედებას შეასრულებთ (მაგ. 1+2; 4-3) და დააჭერთ დადასტურების ღილაკს. ხმის მიცემა დროებით დასრულდება დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, როდესაც კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება.

თვრამეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა ისევ 15 წუთით განახლდება, რა დროსაც, თქვენ ისევ შეძლებთ მეორედ ხმის მიცემას.

გამარჯვებული მაყურებლის და ჟიურის დაჯამებული ქულების რაოდენობით გამოვლინდება. ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ღონისძიების მასპინძელი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ“.

საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე 11 წლის ანიტა აბგარიანი წარადგენს.

საკონკურსო სიმღერა „shine like a star“ კომპოზიტორ გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის. მასთან ერთად ტექსტზე მარიამ ღვალაძემ იმუშავა, რომელიც ჯგუფ „ქენდის“ ერთ-ერთი მონაწილეა. (ჯგუფმა „ქენდიმ“ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება 2011 წელს მოუტანა).

საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლზე პირველი არხის თანამშრომლებმა იმუშავეს. ვიდეოს რეჟისორი თემურ კვირკველიაა, კოსტიუმი კი, იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.

გადაღებები უფლისციხეში მიმდინარეობდა. ანიტა აბგარიანს ვიდეოში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის ორკესტრი უწევს თანხლებას.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
მილიარდერები მსოფლიოს დასასრულისთვის ემზადებიან? – კოსმოსური თავშესაფრები, “განკითხვის დღის“ ბუნკერები და კუნძულები უსაფრთხო ზონაში
October 26, 2026
საზოგადოება
„ეს კრემის რეკლამას კი არა, პორნოგრაფიას უფრო ჰგავს“ — გარდაცვლილი შვილის დედის მიმართ კრიტიკა არ წყდება!
October 26, 2026
საზოგადოება
”თუ გინდათ ჩამქოლეთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა…” – გიორგი უშიკიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, გიორგისგან ამას არავინ ელოდა
October 26, 2026
საზოგადოება
❗️🔴 ნუცა თოფურია გურამ დადიანიძის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს — რა ინფორმაცია გავრცელდა ნეშტის აღმოჩენის შესახებ?ვრცლად ნახეთ კომენტარში ⬇️
October 26, 2026