ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

დინდგელი – ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ოქროსფერ სტაფილოკოკსაც კი ანადგურებს

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

დინდგელი (პროპოლისი) ბუნებრივი ანტიბიოტიკია, თანაც უნიკალური, რადგან დღემდე არ არის ნაპოვნი

ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებაში გამრავლება-განვითარებას შეძლებდა. დინდგელი ოქროსფერ სტაფილოკოკსაც კი ანადგურებს – ბაქტერიას, რომელიც გამძლეა უახლესი ანტიბიოტიკების მიმართ. პროპოლისი დამღუპველად მოქმედებს ვირუსებსა და სოკოებზეც. ეპიდემიის დროს თავის დასაცავად საკმარისია, დინდგელის საშუალო ზომის ბურთულა კვირაში ორჯერ დაღეჭოთ. თუ გრძნობთ, რომ ყელი გტკივათ და ავად ხდებით, ძილის წინ აუცილებლად დაღეჭეთ პროპოლისი (ასანთის ღერის თავისოდენა 2-3 ბურთულა). მეორე დილით თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ და ყველა სიმპტომი გაგივლით. დინდგელი ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით მექანიზმებს, ზრდის მრავალი დაავადებისადმი მისი წინააღმდეგობის უნარს, ბოჭავს ბაქტერიულ შხამებს (ტოქსინებს) და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს დინდგელის გამოყენება საშუალებას იძლევა, ორჯერ შემცირდეს მედიკამენტების დოზა სათანადო ეფექტის შენარჩუნებით.

არსებობს დინდგელის გამოყენების შემდეგი ფორმები:

  • სპირტიანი ნაყენი;
  • წყლიანი ნაყენი;
  • პროპოლისის წყალხსნარი;
  • პროპოლისის მალამო;
  • პროპოლისის სანთლები.

დინდგელისსპირტიანინაყენი

კარგი იქნება, თუ ნაყენის მოსამზადებლად 90%-იანი სპირტის ნაცვლად 70%-იანს გამოიყენებთ, რადგან დინდგელის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების ნაწილი სპირტში იხსნება, ნაწილი კი წყალში. დინდგელის ნაწილი 15 წუთით მოათავსეთ საყინულეში. ის გაიყინება და გამაგრდება. მიღებული გუნდა ჩახეხეთ წვრილ სახეხზე და ჩაუშვით სპირტით სავსე მინის ჭურჭელში, შეანჯღრიეთ და მოათავსეთ სიბნელეში. დღეში ერთხელ მაინც შეანჯღრიეთ (სასურველია დღეში ორჯერ, დილა-საღამოს). ერთი კვირის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. ყოველ 100 მლ სპირტზე უნდა აიღოთ 15-20 გრამი დინდგელი. კონცენტრაცია შეგიძლიათ მიზნის შესაბამისად ცვალოთ.

გამოყენება:სპირტიან ნაყენს იყენებენ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ღრძილებისა და კბილების დაავადებების, ტონზილიტის დროს სავლების სახით (სავლების მოსამზადებლად 1 ჩ.კ. ექსტრაქტს ხსნიან 1 ჭიქა წყალში). შუა ყურის ანთებისას პროპოლისის ექსტრაქტს ურევენ მცენარეულ ზეთს თანაფარდობით 1:2-ზე, ათბობენ ოთახის ტემპერატურამდე და პიპეტით იწვეთებენ ყურში – 3-5 წვეთს ბავშვებში და 7-10 წვეთს უფროსებში – 3-4-ჯერ დღეში. მოხუცებულთა სიყრუისას ამ ნარევს ყურში იწვეთებენ დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში.

სპირტიან ექსტაქტს დასალევად იყენებენ გაციების, გრიპის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, ფილტვების ანთებისა და ტუბერკულოზის, ჰიპერტონიის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთების, მწვავე და ქრონიკული კოლიტების დროს. აგრეთვე – იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ერჯერადი მიღების დოზაა 20-40 წვეთი, რომელიც იხსნება 100 გრამ წყალში ან რძეში. მკურნალობის კურსია 5-დან 30 დღემდე, დაავადების შესაბამისად (მაგალითად წყლულოვანი დაავადებისას მკურნალობის კურსია 3-4 კვირა და 10-15-დღიანი შესვენების შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ).

საჭირო რაოდენობის დინდგელი 15 წუთით მოათავსეთ საყინულეში. როცა გაიყინება და გამაგრდება, გახეხეთ წვრილ სახეხზე. ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით წყალი, დაახურეთ თავსახური და 10 წუთით გააჩერეთ წყლის აბაზანაში (ანუ მეორე ჭურჭელში, რომელშიც წყალი დუღს). ნარევი რამდენიმე ფენა დოლბანდში გადაწურეთ (გაფილტრეთ) და მუქი ფერის მინის ჭურჭელში გადაასხით. შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს ერთი თვისა.

დინდგელისწყალხსნარი

თერმოსში ჩაასხით 100 მლ ანადუღარი, 50 გრადუსამდე გაგრილებული წყალი, დაამატეთ 10 გ დაქუცმაცებული პროპოლისი და 24 საათი გააჩერეთ. მიიღებთ მოყვითალო-მოყავისფრო გამჭვირვალე სურნელოვან სითხეს, რომლის შენახვაც რეკომენდებულია სიგრილეში არა უმეტეს 7 დღისა.

პროპოლისის წყალხსნარს სპირტხსნართან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ გამოიყენება იმ შემთხვევებშიც, როცა სპირტხსნარის მიღება რეკომენდებული არ არის: ორსულებში, სპორტსმენებში, მძღოლებში. სჯობს ახალი მომზადებული ხსნარი გამოიყენოთ ხოლმე.

სამედიცინო ეფექტი: პროპოლისის წყალხსნარი აძლიერებს სპეციფიკურ და არასპეციფიკურ იმუნიტეტს, იცავს ორგანიზმს დისბაქტერიოზისგან, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობისას ვითარდება ხოლმე, ასტიმულირებს ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემებს. აქვს ძლიერი ანტიმიკრობული და ბაქტერიოციდული მოქმედება, ანადგურებს ტუბერკულოზის, დიფტერიისა და დიზენერიის ჩხირებს, სტაფილოკოკებს.

გარდა ამისა წყალხსნარს აქვს ანტივირუსული მოქმედება და მოქმედებს ინტერფერონის მსგავსად გრიპის, ჰეპატიტის ჰერპესის ვირუსების წინააღმდეგ. პროპოლისის წყალხსნარს აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება და ეფექტიანია ასპერგიზოლის, კანდიდამიკოზის, ლიქენის დროს.

ეს ხსნარო აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას და აქვს ანტისკლეროზული მოქმედება. ასევე ჭრილობის შემახორცებელი და ეპითელიზაციის დამაჩქარებელი ეფექტი, გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გასაწმენდად, აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, აღადგენს ღვიძლის უჯრედებს ჰეპატიტის შემდეგ. ასევე ნაჩვენებია მისი მიღება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ჰიპერტენზიის, კარდიოდისტროფიის, სტენოკარდიის, იშემიის დროს.

საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა პროპოლისის გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და დიაბეტის დროა.

თუ 1 სუფრის კოვზ წყალხსნარს გახსნით 1 ლიტრ წყალში და მიიღებთ დღის განმავლობაში, შესანიშნავად მოხსნით ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას.

გამოყენება: დინდგელის წყალხსნარი და წყლიანი ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 3-5-ჯერ, 1, 2 ან 3 სადილის კოვზი ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი, ადამიანის ჯან

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026