ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

სიკვდილთან თამაში – “სქაიდაივერი” ნახტომს ასრულებდა, როდესაც პარაშუტი თვითმფრინავის ფრთას გამოედო: დრამატული კადრები

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, რო­მელ­საც ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვერ ნა­ხავთ – ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ ხტე­ბა “სქა­ი­და­ი­ვე­რი” თვითმფრი­ნა­ვი­დან, თუმ­ცა ნახ­ტო­მის შეს­რუ­ლე­ბის დროს პა­რა­შუ­ტი თვითმფრი­ნა­ვის ფრთას შე­მო­ეხ­ვე­ვა.

  • შე­სა­ბა­მი­სად, “სქა­ი­და­ი­ვე­რის” სი­ცო­ცხლე რის­კის ქვეშ დად­გა.
  • შემ­თხვე­ვა ავ­სტრა­ლი­ა­ში, კვინსლენდში მოხ­და. ტა­ლის აე­რო­პორ­ტი­დან აფ­რე­ნი­ლი თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე პი­ლო­ტი და 17 “სქა­ი­და­ი­ვე­რი” იმ­ყო­ფე­ბო­და.
  • ავ­სტრა­ლი­ის ტრან­სპორ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის ბი­უ­როს (ATSB) მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დრა­მა­ტულ კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ გა­და­დის ადა­მი­ა­ნი თვითმფრი­ნა­ვის კარ­თან და ნახ­ტო­მის შე­სას­რუ­ლებ­ლად სა­ჭი­რო პო­ზას იღებს.
  • რამ­დე­ნი­მე წამ­ში, მისი სა­თა­და­რი­გო პა­რა­შუ­ტი თვითმფრი­ნა­ვის ფრთის დე­ტალს გა­მო­ე­დო.
  • ჰა­ე­რის ნა­კად­მა პა­რა­შუ­ტი თვითმფრი­ნა­ვის კუ­დის­კენ წა­ი­ღო და თან “სქა­ი­და­ი­ვე­რიც” გა­ი­ყო­ლა. ფრთას­თან მძი­მე შე­ჯა­ხე­ბის გამო ადა­მი­ანს ფე­ხე­ბი და­უ­ზი­ან­და და ჰა­ერ­ში და­კი­დე­ბუ­ლი დარ­ჩა.
  • რო­გორც ავ­სტრა­ლი­უ­რი მე­დია წერს, პი­ლო­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ მიხ­ვდა, რა მოხ­და, თუმ­ცა მა­ლე­ვე იგ­რძნო, რომ აპა­რა­ტი მარ­თვას ძნე­ლად ემორ­ჩი­ლე­ბო­და და ძრა­ვებს სიმ­ძლავ­რე მო­უ­მა­ტა, რა­მაც თვითმფრი­ნა­ვის ფრთა­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი “სქა­ი­და­ი­ვე­რის” მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მოც­დი­ლი სქა­ი­და­ი­ვე­რი, რო­მელ­საც 2000-ზე მეტი ნახ­ტო­მი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, არ და­იბ­ნა. ერთ წუთ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნის წყა­ლო­ბით სა­თა­და­რი­გო პა­რა­შუ­ტის 11 თას­მა გა­დაჭ­რა და თავი გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა.

ცოტა ხან­ში მან უკვე ძი­რი­თა­დი პა­რა­შუ­ტი გახ­სნა და მი­წა­ზე და­ეშ­ვა. აე­რო­პორ­ტში ასე­ვე მშვი­დო­ბი­ა­ნად დაბ­რუნ­და თვითმფრი­ნა­ვიც.

გაზიარება: