ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ქვეყნის ყველა რეგიონში A/H3N2 ვირუსი ცირკულირებს – ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ქვეყნის ყველა რეგიონში A/H3N2 ვირუსი ცირკულირებს – ასევე, დაფიქსირებულია სხვა სეზონური რესპირაციული ვირუსები – რინოვირუსები, პარაგრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი და სხვა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, პროცესი სრულად მართულია და ჯანდაცვის სისტემა მზადაა სეზონის მიმდინარეობის შესაბამისად, მოსახლეობას დროული და ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს.

„ვირუსი, ძირითადად, სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის მიერ იმართება. გრიპის წლევანდელ შტამებზე მოქმედი ვაქცინა ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება და დაახლოებით, 150 000 ადამიანი უკვე აიცრა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი სეზონური ვაქცინა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია და უფასოდ ტარდება.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, როგორებიცაა ორსულები, მოხუცები, ბავშვები (6 თვიდან), სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, ოთახების განიავება, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება.

დღეს არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებით, პროცესი სრულად მართულია და ჯანდაცვის სისტემა მზადაა სეზონის მიმდინარეობის შესაბამისად, მოსახლეობას დროული და ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის” – რა განმარტება კეთდება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ?
March 6, 2026
საზოგადოება
ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ომის დასასრულებლად – „ევრონიუსი“
March 4, 2026
საზოგადოება
უმძიმესი დანაშაული თბილისში – დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ყინვებში
February 28, 2026
საზოგადოება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
February 22, 2026