ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

რატომ არის კარგი დილას კარაქიანი პურის მირთმევა და არა კარტოფილის, არაჟნის ან რძის? – რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ენდოკრინოლოგი ნინო ვაშაკიძე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, რა პროდუქტები არ უნდა მივიღოთ საღამოს, თუ გვსურს, დილით შეშუპებამ და დისკომფორტმა არ შეგვაწუხოს:

  • საღამოს ნუ შეჭამთ იმ საკვებს, რომელიც დილით ცუდად გაგაღვიძებთ. ასეთია, მაგალითად, კარტოფილი, კომბოსტო, ღორის ხორცი. შეიძლება, სასმელი დალიოთ და დილით ნაბახუსევმა არ შეგაწუხოთ, მაგრამ, სასმელს თუ მიაყოლეთ ეს პროდუქტები, შედეგი შეიცვლება.

კარტოფილი, ღორის ხორცი, ხაჭო, არაჟანი, რძე, რომელიც ძალიან ბევრს კარგი ჰგონია, არც საღამოს საათებში და არც დილის საათებში არ უნდა მივიღოთ. ვერ მოვინელებთ. ხაჭო, არაჟანი, რძე ყველა ადამიანს დისკომფორტს აძლევს, მაგრამ შეიძლება, ვერ მიხვდეს. კარაქი, რომელშიც ერბოს მჟავაა, აუცილებელია. კარაქიანი პური შეგვიძლია, მივირთვათ. ის ჩვენი ტვინისთვის და სისხლის მიმოქცევისთვის მნიშვნელოვანია. 200 გრამი კარაქი, 1 ქილა არაჟანი და 2 სარდელი კალორაჟით ერთმანეთს უდრის. 200 გრამ კარაქს ერთ ჭამაზე ვერ შევჭამთ. 2 სარდელს კი ისე შევჭამთ, სალათასაც მივაყოლებთ, დილით ვისაუზმებთ, საღამოს ვივახშმებთ და ეს ყველაფერი წონაში გადავა. მიირთვით კარაქი დილით. დღის განმავლობაში აღარ მოგშივდებათ. განსაკუთრებით, ზამთრის თვეებში, როდესაც ენერგია გვჭირდება. რატომ მოიგონა ჩვენმა მთიანმა რეგიონმა აჩმა? ერთ ნაჭერს შეჭამდნენ და მერე მთელი დღე თავისუფლები იყვნენ…

თუ საღამოს ცუდად ვჭამთ, ენერგიას არაფერში ვხარჯავთ, ვწევართ. ეს ყველაფერი ინტოქსიკაციაში გადადის. გარდა ამისა, დილით შეშუპებული სახით და ცუდი განწყობით ვიღვიძებთ

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის” – რა განმარტება კეთდება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ?
March 6, 2026
საზოგადოება
ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ომის დასასრულებლად – „ევრონიუსი“
March 4, 2026
საზოგადოება
უმძიმესი დანაშაული თბილისში – დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ყინვებში
February 28, 2026
საზოგადოება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
February 22, 2026