ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ან გადაიხადე, ან მიიღე“ – ევროკავშირის ქვეყნები მიგრანტების არმიღებაში თანხას გადაიხდიან

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ევროკავშირის საბჭომ მიგრაციული „სოლიდარობის აუზის“ (solidarity pool) შექმნის შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც ევროკავშირის ახალი მიგრაციული პოლიტიკის ძირითადი ელემენტი იქნება. ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე ვრცელდება.

მიგრანტებისთვის ახალი სოლიდარობის მექანიზმი ეფუძნება პრინციპს, „ან გადაიხადე, ან მიიღე,“ რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებსაც არ სურთ მიგრანტების მიღება, სანაცვლოდ “თანხა უნდა გადაიხადონ.”

მექანიზმი 2026 წლის 12 ივნისიდან ამოქმედდება.

მიგრაციული ზეწოლის ქვეშ მყოფი ევროკავშირის სახელმწიფოები, როგორებადაც 2026 წლისთვის საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია და კვიპროსი განისაზღვრა, დახმარების მიღებას სხვა წევრი სახელმწიფოებისგან შეძლებენ.

ევროკავშირის სახელმწიფოები დამოუკიდებლად გადაწყვეტენ, თუ რა ტიპის დახმარება გაუწიონ მათ, როგორიც არის თავიანთ ტერიტორიაზე მიგრანტების ფიზიკური განსახლება, ფინანსური შენატანი საერთო ბიუჯეტში ან დახმარების სხვადასხვა სახის კომბინაცია.

2026 წლის საბაზისო მაჩვენებელი 21 000 რელოკაცია ან 420 მლრდ ევროს ოდენობის ფინანსური შენატანია. ფაქტობრივად, ერთი რელოკაციის სავარაუდო ღირებულება, დაახლოებით, 20 000 ევროდ არის შეფასებული.

ავსტრიას, ბულგარეთს, ესტონეთს, პოლონეთს, ხორვატიასა და ჩეხეთის რესპუბლიკას შესაძლებლობა მიეცათ, თავიანთი შენატანები წინა წლების მიგრაციული ზეწოლის გამო შეემცირებინათ.

პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
მილიარდერები მსოფლიოს დასასრულისთვის ემზადებიან? – კოსმოსური თავშესაფრები, “განკითხვის დღის“ ბუნკერები და კუნძულები უსაფრთხო ზონაში
October 26, 2026
საზოგადოება
„ეს კრემის რეკლამას კი არა, პორნოგრაფიას უფრო ჰგავს“ — გარდაცვლილი შვილის დედის მიმართ კრიტიკა არ წყდება!
October 26, 2026
საზოგადოება
”თუ გინდათ ჩამქოლეთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა…” – გიორგი უშიკიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, გიორგისგან ამას არავინ ელოდა
October 26, 2026
საზოგადოება
❗️🔴 ნუცა თოფურია გურამ დადიანიძის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს — რა ინფორმაცია გავრცელდა ნეშტის აღმოჩენის შესახებ?ვრცლად ნახეთ კომენტარში ⬇️
October 26, 2026