ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

საქართველოში 2024 წელს 43 ბავშვი გააშვილეს – რამდენ არასრულწლოვანს მიენიჭა გასაშვილებლის სტატუსი

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

საქართველოში გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა იზრდება, უკვე გაშვილებულების რიცხოვნობა კი მცირდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს 0-დან 17 წლამდე ასაკის 43 ბავშვი გააშვილეს, რაც წინა საანგარიშო წელთან შედარებით 13-ით ნაკლებია, 2023 წელს 56 ბავშვის გაშვილება მოხდა.

2024 წელს გაშვილებული ბავშვებიდან 26 მდედრობითი სქესის, 17 კი მამრობითი სქესის იყო.

რაც შეეხება სტატუსს, 2024 წელს გასაშვილებლის სტატუსი 0-დან 17 წლამდე ასაკის 57 ბავშვს მიენიჭა, 2023 წელს კი 44-ს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გასაშვილებლის სტატუსი 29 გოგომ მიიღო, დანარჩენი 28 კი მამრობითი სქესის იყო.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში (8 ბავშვი), აჭარასა (8 ბავშვი) და იმერეთში (7 ბავშვი) გააშვილეს, გასაშვილებლის სტატუსი კი ყველაზე მეტს (19 ბავშვი) დედაქალაქში მიენიჭა. მეორე და მესამე ადგილებზე შიდა ქართლი (9 ბავშვი) და იმერეთია (7 ბავშვი) .

საგულისხმოა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჯამში 773 ბავშვის გაშვილება მოხდა, აქედან ყველაზე მეტი 162 არასრულწლოვანი 2015 წელს გაშვილდა, ყველაზე ნაკლები – 23 ბავშვი კი 2021 წელს.

ცნობისთვის, საქართველოში ბავშვისთვის გასაშვილებლის სტატუსის მინიჭება ხდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ, რომელსაც გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, რის საფუძველიც ხდება ბავშვის შესახებ არსებული მონაცემების აღრიცხვა გასაშვილებელ ბავშვთა რეესტრში. შვილად აყვანა კი დასაშვებია 18 წლამდე ბავშვის. კანონის მიხედვით, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო არის სააგენტო. შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კი სასამართლო იღებს.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
მილიარდერები მსოფლიოს დასასრულისთვის ემზადებიან? – კოსმოსური თავშესაფრები, “განკითხვის დღის“ ბუნკერები და კუნძულები უსაფრთხო ზონაში
October 26, 2026
საზოგადოება
„ეს კრემის რეკლამას კი არა, პორნოგრაფიას უფრო ჰგავს“ — გარდაცვლილი შვილის დედის მიმართ კრიტიკა არ წყდება!
October 26, 2026
საზოგადოება
”თუ გინდათ ჩამქოლეთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა…” – გიორგი უშიკიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, გიორგისგან ამას არავინ ელოდა
October 26, 2026
საზოგადოება
❗️🔴 ნუცა თოფურია გურამ დადიანიძის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს — რა ინფორმაცია გავრცელდა ნეშტის აღმოჩენის შესახებ?ვრცლად ნახეთ კომენტარში ⬇️
October 26, 2026