რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი, იტალიაში მოგზაურობისას გულის შეტევით გარდაიცვალა.
დღეს, რადიო “იმედში” საკუთარ გადაცემას დაუბრუნდა ლაშას მეუღლე სალომე ბაკურაძე. ეს მომღერლის პირველი საჯარო გამოჩენაა
“დღეს ათი დეკემბერია, ოთხშაბათი საღამო კი ნიშნავს იმას, რომ გადაცემა ‘არტისტული ოთხშაბათი’ სალომე ბაკურაძესთან ერთად გრძელდება. გრძელდება ისე, როგორც გრძელდება ცხოვრება.
როგორი რთულიც არ უნდა იყოს, როგორი პერიოდიც არ უნდა იდგეს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც არ უნდა გვიჭირდეს, რა განწყობაზეც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა გვინდოდეს ამის გაკეთება, მაინც გრძელდება…
…სანამ ცოცხლები ვართ, ვფიქრობ, ჩვენი ვალია ერთმანეთს ბევრი სიკეთე გავუკეთოთ, მეტად სასარგებლოები ვიყოთ ერთმანეთისთვის. მე თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების ძალიან დიდი იმედი მაქვს, ვაგრძელებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოგიტანოთ, მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, არტისტული.
აქვე აღვნიშნავ ჩემი რადიოს, კოლეგების და მეგობრების მხარდაჭერას. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მაშ ასე, მე ვაგრძელებ და მე ვიწყებ…“ – თქვა გადაცემის დაწყებამდე სალომე ბაკურაძემ.