ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“სიყვარულის ქალაქში… მაგრამ სად არის სიყვარული?!” – რას წერს ლიზა იასკო პარიზიდან

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ლიზა იას­კო, რო­მე­ლიც ევ­რო­პის საბ­ჭოს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე იმ­ყო­ფე­ბა, ეი­ფე­ლი­სა და პა­რი­ზუ­ლი ხე­დე­ბის ფონ­ზე ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს – სევ­დი­ა­ნი წარ­წე­რით

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ლიზა იას­კო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნელ პარ­ლა­მენ­ტარ­თან რო­მა­ნის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ 2020 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი,

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი მო­მა­ვა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძეს უკავ­შირ­დე­ბა.

ჩემი მო­მა­ვა­ლი სო­ფოს უკავ­შირ­დე­ბა” – გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რი­თაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ ლიზა იას­კო წარ­სულს ჩა­ბარ­და. “ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ახლა და მო­მა­ვალ­შიც მთლი­ა­ნად უკავ­შირ­დე­ბა სო­ფოს და იმ დიდ სიყ­ვა­რულს, რო­მე­ლიც გვა­კავ­ში­რებს მე, მას და ალი­სას,” – წერ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ცი­ხი­დან წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ მის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ცი­ხე­ში სოფო ნი­ჟა­რა­ძე რე­გუ­ლა­რუ­ლად და­დის.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ექ­სპრე­ზი­დენ­ტი და შვი­ლე­ბი – ჩახ­ლარ­თუ­ლი პი­რა­დი ქრო­ნი­კა

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ბოლო წლებ­ში რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა და არა­ერ­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბით იყო სავ­სე. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას სან­დრა რუ­ლოვ­სის მე­უღ­ლედ იც­ნობ­და, რო­მელ­თა­ნაც ექ­სპრე­ზი­დენტს ორი ვაჟი – ედუ­არ­დი და ნი­კო­ლო­ზი ჰყავს.

სი­ტუ­ა­ცია 2021 წელს, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლი­სა და და­კა­ვე­ბის შემ­დეგ აი­რია. მან ცი­ხი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და, რომ მისი რჩე­უ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო იყო.
თუმ­ცა, ამ გან­ცხა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე, სცე­ნა­ზე სოფო ნი­ჟა­რა­ძე და პა­ტა­რა ელის-მა­რია გა­მოჩ­ნდნენ – სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ჯა­როდ აღი­ა­რა, რომ მომ­ღერ­ლის­გან ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს.

ყვე­ლა­ფე­რი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა: მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში შვი­ლი – პა­ტა­რა ჟას­მი­ნი, ლიზა იას­კო­საც შე­ე­ძი­ნა. სა­ბო­ლო­ოდ კი, წრე ისევ სოფო ნი­ჟა­რა­ძე­ზე შე­იკ­რა, რო­მე­ლიც დღეს პა­ტიმ­რის მთა­ვა­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია.

გაზიარება: