ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“არ დაასხათ ადუღებული წყალი” – როგორ უნდა დალიოთ ხსნადი ყავა

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

კოფეინი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სტიმულატორია, ყავა კი მისი მთავარი წყაროა. თუმცა ხსნადი ყავა შეიცავს ოდნავ ნაკლებ კოფეინს. ფინჯანი ხსნადი ყავა (ერთი ჩაის კოვზი ფხვნილით) შეიძლება შეიცავდეს 30-დან 90 მილიგრამამდე კოფეინს. როცა ერთი ფინჯანი ჩვეულებრივი ყავა 70-დან 140 მილიგრამამდე კოფეინს შეიცავს. ჩვენ ყველას გვაქვს განსხვავებული მგრძნობელობა კოფეინის მიმართ, ამიტომ ხსნადი ყავა შეიძლება იყოს კარგი ვარიანტი მათთვის, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით სტიმულატორების შემცირება სჭირდება.

რატომ არის ძალიან ბევრი კოფეინი საშიში? რას იწვევს ჭარბი კოფეინი:

  • შფოთვა;
  • ძილის დარღვევა;
  • გულის რიტმის აჩქარება.

შეიძლება თუ არა ხსნადი ყავა ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს?

ენდოკრინოლიგ ნინო ჯიქურაულის თქმით, ხსნადი ყავა ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის, რადგან მასში სხვადასხვა ფხვნილებია კომბინირებული.

“მე ვთხოვ პაციენტებს, რომ არ მიირთვან ხსნადი – კომბინირებულად დაფასოებული ფხვნილის ყავა. სასურველია, ავიღოთ ცალკე რძე და ცალკე ყავა, ნაღები და ყავა და ამ ფორმით შერეული მიირთვათ. და სულაც უმჯობესია ყავის მეორე ვარიანტი – დაფქვილი ყავის მარცვლებისგან მომზადებული. ზოგადი რეკომენდაციის სახით გეტყვით, რომ ორი ჭიქა ყავის დალევა დღეში საკმარისია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დავუშვათ, თუ გვაქვს თირკმლის კენჭოვანი დაავადება, მაშინ არ იქნება ყავის დიდი რაოდენობით დალევა სასურველი. რადგან შარდმდენი ეფექტით გამოირჩევა, ყავის მოყვარული ადამიანები წყალს ივიწყებენ ხოლმე და ფიქრობენ, რომ მათ მიიღეს წყალი ყავის სახით, რაც არ არის სწორი. რაც შეეხება კოფეინს, მასზე ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვანი დასკვნა არ არსებობს. მეცნიერების აზრი ყოველთვის ორად იყოფა. ზუსტად ცნობილი არ არის, რამდენად მოქმედებს ის ჩვენს ნახშირწყლოვან ცვლაზე და რამდენად გვიქვეითებს მადას, მაგრამ ეს საკითხის მხოლოდ ნაწილია.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026