ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

რულეტი „მედოვიკი“ ყველაზე ზარმაცებისთვის – მხოლოდ 30 წთ დაგჭირდებათ

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ინგრედიენტები

კვერცხი – 2.00 ც

ფქვილი – 320.00 გრ

სოდა – 1.00 ჩკ

თაფლი – 2.00 სკ

შაქარი – 200.00 გრ

კარაქი – 150.00 გრ

ინგრედიენტები კრემისთვის

გამდნარი შოკოლადი

ლიმონმჟავა 1/2 ჩკ

შაქრის პუდრა – 3.00 სკ

არაჟანი – 600.00 გრ
მომზადების წესი

კარაქს დაუმატეთ შაქარი და თაფლი, დადგით ცეცხლზე და მოურიეთ. როდესაც პირველად გამოჩნდება ბუშტუკები, დაუმატეთ 1ჩკ სოდა, მოურიეთ და გადმოდგით, როდესაც კარამელისფერს მიიღებს. რომ გაგრილდება, გადაიტანეთ ჯამში. დაუმატეთ კვერცხი თითო-თითოდ და ათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი, მოურიეთ კოვზით და ცომი მზადაა. გაყავით ორ ნაწილად, გადაიტანეთ საცხობ ქაღალდზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 7 წუთის განმავლობაში.

დაიწყეთ კრემის მომზადება: არაჟანს დაუმატეთ შაქრის პუდრა და ლიმონმჟავა. მოურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

მზა ფირფიტებს შემოაჭერით გვერდები, წაუსვით კრემი (ცოტა მოიტოვეთ თავზე გადასასმელად) და გადაახვიეთ. როდესაც შეახვევთ პირველ ფირფიტას, დადეთ მეორე ფირფიტის უკიდურეს კუთხეში და ორივე ერთად შეახვიეთ. შემოახვიეთ სამზარეულოს ცელოფანი და შეინახეთ მაცივარში 4–5 საათის განმავლობაში.

როდესაც მზად იქნება, წაუსვით კრემი, მორთეთ დაფშვილი ფირფიტითა და გამდნარი შოკოლადით.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026