ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება – საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

პირველკლასელთა რეგისტრაციას, ახალი ეტაპი დაემატება, რაც მოსწავლის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით რეგისტრაციას გულისხმობს.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, რეგისტრაციის ახალი ეტაპი მხოლოდ დიდ ქალაქებში მცხოვრებ მოსწავლეებზე გავრცელდება.

„შემოგვაქვს ახალი მოცემულობა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. იცით, რომ საყოველთაო რეგისტრაცია არის ბოლო ეტაპი და საყოველთაო რეგისტრაციამდე ჩვენ ვაპირებთ, რომ შემოვიღოთ კიდევ ერთი სარეგისტრაციო ეტაპი, რომელიც უკავშირდება ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას, რომელიც არის დაკავშირებული მის საცხოვრებელ ტერიტორიულ პრინციპთან.

პირველ ეტაპზე, ეს მიმართულება განხორციელდება დიდ ქალაქებში და შემდგომში ნელ-ნელა, საჭიროებიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბითაც გავრცელდება“,- განაცხადა მინისტრმა

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
მილიარდერები მსოფლიოს დასასრულისთვის ემზადებიან? – კოსმოსური თავშესაფრები, “განკითხვის დღის“ ბუნკერები და კუნძულები უსაფრთხო ზონაში
October 26, 2026
საზოგადოება
„ეს კრემის რეკლამას კი არა, პორნოგრაფიას უფრო ჰგავს“ — გარდაცვლილი შვილის დედის მიმართ კრიტიკა არ წყდება!
October 26, 2026
საზოგადოება
”თუ გინდათ ჩამქოლეთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა…” – გიორგი უშიკიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, გიორგისგან ამას არავინ ელოდა
October 26, 2026
საზოგადოება
❗️🔴 ნუცა თოფურია გურამ დადიანიძის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს — რა ინფორმაცია გავრცელდა ნეშტის აღმოჩენის შესახებ?ვრცლად ნახეთ კომენტარში ⬇️
October 26, 2026