ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ქართული გენოტიპი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში…” – რას აჩვენებს ქართველების გენეტიკური კვლევა და დნმ ტესტირებისას რომელი ერის წარმომადგენლებს ამოსდით ყველაზე ხშირად ქართული კოდი?

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

დღეს, რო­დე­საც გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი­რე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მია, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში სულ უფრო ხში­რად ვრცელ­დე­ბა ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ჩანს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ წარ­მო­მავ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­უ­ლოდ­ნელ აღ­მო­ჩე­ნებს აკე­თე­ბენ. ერთ-ერთი ასე­თი, თურ­ქი ქა­ლის ემო­ცი­უ­რი რე­აქ­ცია კი ნამ­დვილ ჰი­ტად იქცა.

ქალს, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თურ­ქუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლად თვლი­და თავს, DNA ანა­ლი­ზის შე­დე­გებ­მა ყვე­ლა წარ­მოდ­გე­ნა თავ­და­ყი­რა და­უ­ყე­ნა. ეკ­რან­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის და­ნახ­ვი­სას, მან გა­ო­ცე­ბა ვერ და­მა­ლა და კა­მე­რას­თან და­ი­ჩივ­ლა:

“Ne? Türk değil miyim abi ben?” (რა? თურ­ქი არ ვარ, ძმაო, მე?!) მისი ტეს­ტის შე­დე­გე­ბი კი ნათ­ლად მე­ტყვე­ლებს რე­გი­ო­ნულ გე­ნე­ტი­კურ სუ­რათ­ზე, რო­მელ­შიც ქარ­თულ და სომ­ხურ კვალს აშ­კა­რად წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი აქვს:

თურ­ქი ქა­ლის DNA ტეს­ტის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და: ქარ­თუ­ლი – 43.6%, სომ­ხუ­რი – 37.5%, სამ­ხრეთ იტა­ლი­უ­რი – 15.6%, ქურ­თუ­ლი – 1.9%, ხოლო ბერ­ძნუ­ლი და ალ­ბა­ნუ­რი – 1.4%. ეს არ არის ერ­თა­დერ­თი მსგავ­სი შემ­თხვე­ვა – რო­გორც ცნო­ბი­ლია, მსა­ხი­ობ­მა ბურ­ჯუ ბი­რი­ჯიქ­მაც ტეს­ტის შე­დე­გად გა­ი­გო, რომ 100%-ით ლაზი, ანუ ქარ­თვე­ლი იყო.

ამ სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნის ფონ­ზე, გა­დავ­წყვი­ტეთ, გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის თე­მა­ზე სტა­ტია მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ეთ­ნო­გე­ნე­ტი­კის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ “ქარ­თუ­ლი გე­ნო­ტი­პი ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სია”.

გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძე:

– 2010 წელს და­ვა­არ­სეთ პირ­ვე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტრი, რო­მელ­საც ერ­ქვა კავ­კა­სი­ე­ლი და ანა­ტო­ლი­ე­ლი ხალ­ხე­ბის ეთ­ნო­გე­ნე­ზი­სის წარ­მო­მავ­ლო­ბის კვლე­ვის ცენ­ტრი. ეს არის ახა­ლი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა და რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ვე­ცა­დეთ, ფეხი აგ­ვე­წყო. მით უმე­ტეს, გვყავ­და ახ­ლო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი ივა­ნე ნა­სი­ძე – ცნო­ბი­ლი გე­ნე­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც მაქს პლან­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობ­და. მე ვი­ყა­ვი სა­პატ­რი­არ­ქოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. მო­ვიწ­ვი­ეთ ვანო ნა­სი­ძე სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლად. ის ახლა უკვე გარ­დაც­ვლი­ლია. ქარ­თვე­ლი იყო ამ მეც­ნი­ე­რე­ბის სა­თა­ვე­ში. ეს მეც­ნი­ე­რე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ზუს­ტით გვაჩ­ვე­ნებს გვა­რე­ბის ნა­თე­სა­ო­ბას და წარ­მო­მავ­ლო­ბას. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის, ლა­ზე­ბის, ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ქარ­თულ სამ­ყა­როს­თან გე­ნე­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის დად­გე­ნა. პირ­ვე­ლი ანა­ლი­ზე­ბი ჩა­ვუ­ტა­რეთ ლა­ზებს და იმერ­ლებს, ეს ორი ქარ­თუ­ლი კუ­თხე შე­ვა­და­რეთ ერ­თმა­ნეთს. ანა­ლი­ზი კეთ­დე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში, იქ ვგზავ­ნი­დით ანო­ნი­მურ ტესტს და ასეა ახ­ლაც. ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო ღია ბაზა. გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის კოდი წე­რია და ვი­საც უნ­დო­და, თა­ვი­სი გვა­რი ჩა­წე­რა და ღიაა, ნა­წილს არ ჩა­უ­წე­რია და ის არის ანო­ნი­მუ­რი.– შე­დე­გი რო­გო­რი იყო?

– იმი­ტომ არის ეს დნმ-კვლე­ვა ობი­ექ­ტუ­რი, რომ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ნათ­ლად და­ი­ნა­ხოს თა­ვი­სი ად­გი­ლი ამ დიდ გე­ნე­ტი­კურ ოჯახ­ში: რო­მელ გვარ­თან უფრო ახ­ლოს არის და რამ­დე­ნად, რამ­დე­ნი წლის წინ მოხ­და ამ გვარ­თან გა­ყო­ფა, ასე­ვე ჯგუ­ფის კუთ­ვნი­ლე­ბა, რა არე­ა­ლი­დან არის წარ­მო­შო­ბით. ამ ობი­ექ­ტუ­რო­ბამ ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ ქარ­თუ­ლი გე­ნო­ტი­პი არის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი გე­ნო­ტი­პი, თუ ერ­თა­დერ­თი არა, მსოფ­ლი­ოს ხალ­ხებს შო­რის. მა­გა­ლი­თად, იმე­რეთ­ში სა­თაფ­ლი­ას გა­მოქ­ვა­ბულ­ში აღ­მოჩ­ნდა ჩონ­ჩხი, რო­მელ­საც ავუ­ღეთ გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი და მას­ზე ძვე­ლი კო­დის მა­ტა­რე­ბე­ლი არა­ვინ არის მსოფ­ლი­ო­ში.

– ამ სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბა მას შემ­დეგ მო­მინ­და, რაც თურ­ქი გოგო გა­ი­ტეს­ტა და აღ­მოჩ­ნდა, რომ ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლია. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში რა ქვეყ­ნე­ბი ამოს­დი­ო­დათ გა­ტეს­ტილ ადა­მი­ა­ნებს?  გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ას ად­გენს, სა­ი­დან არის წარ­მო­შო­ბით, მაგ­რამ ეროვ­ნე­ბი­სად­მი კუთ­ვნი­ლე­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ამ ადა­მი­ა­ნის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბით. ჩვე­ნი ანა­ლი­ზე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ქარ­თვე­ლი ერი არის ყვე­ლა­ზე ძვე­ლი და მო­ნო­ლი­თუ­რი. 1400 ანა­ლი­ზი გვაქვს აღე­ბუ­ლი და ერთი არ ყო­ფი­ლა მომ­ხდურ­თა შე­მო­სე­ვე­ბის კვა­ლი… რაც შე­ე­ხე­ბა თურქ ქალ­ბა­ტონს, თურ­ქე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი არის ქარ­თვე­ლი ან ქარ­თვე­ლე­ბის მო­ნა­თე­სა­ვე გე­ნო­ტი­პის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ნა­მარ­ხის ძვლე­ბის ანა­ლი­ზით ვნა­ხეთ, რომ დღე­ვან­დე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ვართ იმა­თი მემ­კვიდ­რე­ე­ბი, ვინც აქ ცხოვ­რობ­და. 4000 წლის წი­ნან­დე­ლი ნა­მარ­ხი ძვა­ლი იგი­ვე გე­ნე­ტი­კურ კოდს ატა­რებს, რა­საც დღე­ვან­დე­ლი ქარ­თვე­ლი ეთ­ნო­სი.

– რამ­დენ თა­ო­ბას მო­ი­ცავს გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი?

– ყვე­ლა­ზე შორს ჩა­დის, ამ კვლე­ვა­ში ასე­თი ტერ­მი­ნიც არ­სე­ბობს – გე­ნე­ტი­კუ­რი ადა­მი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ადა­მი­ა­ნე­ბის გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დე­ბი ერ­თმა­ნეთს უახ­ლოვ­დე­ბი­ან და ჩა­დი­ან უხ­სო­ვარ დრომ­დე. ოთხი-ხუთი ათა­სი წლით ღრმად ჩა­დის, შემ­დეგ ხეზე გან­შტო­ე­ბე­ბია, არ­კვევ რო­მელ ტოტ­ზე ზი­ხარ შენ. ებ­რა­ე­ლი ერი, რო­მე­ლიც წარ­მო­იქ­მნა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი აბ­რა­მი­სა­გან, არის ქარ­თუ­ლი გე­ნე­ტი­კის. აბ­რა­ა­მი ცხოვ­რობ­და ქალ­დე­ის დე­და­ქა­ლაქ ურში, სა­დაც ლა­პა­რა­კობ­დნენ ქალ­დე­უ­რად, ეს არის ქარ­თუ­ლის მო­ნა­თე­სა­ვე ენა, ისი­ნი იყ­ვნენ წი­ნა­რე ქარ­თუ­ლი ტო­მე­ბი. შემ­დეგ მის­მა შვი­ლებ­მაც, ისა­აკ­მაც, ია­კობ­მაც მო­იყ­ვა­ნეს ცო­ლე­ბი თა­ვი­სი­ვე ტო­მე­ბი­დან. ეს არის ნა­თე­ლი სუ­რა­თი, რა­საც ნიკო მარი წერ­და, რომ ებ­რა­უ­ლი და ქარ­თუ­ლი ენე­ბი მო­ნა­თე­სა­ვეა და უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი კლას­ტე­რია, გე­ნე­ტი­კურ­მა კვლე­ვამ ასე აჩ­ვე­ნა. იგი­ვეა წოვა თუ­შე­ბი­სა და ლა­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი არი­ან გე­ნე­ტი­კუ­რად ქარ­თვე­ლე­ბი, რო­გორც სვა­ნე­ბი, მეგ­რე­ლე­ბი, კა­ხე­ლე­ბი. ჩვენ რომ ეს ანა­ლი­ზე­ბი არ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, ვიქ­ნე­ბო­დით სხვის ხელ­ში შემ­ყუ­რე. თურ­ქეთ­ში რომ იკე­თე­ბენ ანა­ლი­ზებს და ქარ­თვე­ლე­ბი აღ­მო­ჩე­ნი­ლან, სხვა ქვეყ­ნებ­შიც თუ იყო მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი?

– კა­პა­დო­კი­ე­ლე­ბი არი­ან ასე­ვე ქარ­თვე­ლუ­რი ტო­მე­ბი, აი­ღეთ ანა­ლი­ზი და ვერც გა­არ­ჩევთ ქარ­თვე­ლე­ბის­გან გე­ნე­ტი­კუ­რად. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოსე­ბის თემა. სამ­ხრეთ ოსეთ­ში რომ ცხოვ­რო­ბენ… იყო ასე­თი კუ­თხე დვა­ლე­თი, ვი­ნა­ი­დან იქ მოხ­და ალა­ნე­ბის ჩა­მოს­ვლა, მოხ­და მათი გა­ო­სე­ბა, მაგ­რამ გე­ნე­ტი­კურ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ აქ ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი ოსე­ბი არი­ან გე­ნე­ტი­კუ­რად ქარ­თვე­ლე­ბი, უბ­რა­ლოდ, ენა აქვთ შეც­ვლი­ლი, ასე­ვე შე­იც­ვა­ლეს ენა წოვა თუ­შებ­მა, თო­რემ გე­ნე­ტი­კუ­რად არი­ან ქარ­თვე­ლე­ბი. აფხა­ზებ­ზე დავ­დეთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გი, მათი 60% ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მეგ­რე­ლია, 10 პრო­ცენ­ტი – სვა­ნი, თუმ­ცა მოხ­და მათი გა­ა­ფხა­ზე­ბა, ენა შე­იც­ვა­ლეს. აფხა­ზეთ­ში არ იყო ბა­ტონყმო­ბა და ხალ­ხი იქ გარ­ბო­და… ენა მი­ი­ღეს მხო­ლოდ აფხა­ზუ­რი. რო­გორც ადრე გი­თხა­რით, ეროვ­ნე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა, იდე­ო­ლო­გია და კულ­ტუ­რა, დღეს ისი­ნი არი­ან აფხა­ზუ­რი ეთ­ნო­სის ნა­წი­ლი, მაგ­რამ გე­ნე­ტი­კუ­რად არი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მეგ­რე­ლე­ბი. აფხა­ზე­ბი ვინც არი­ან, ესე­ნიც უახ­ლო­ე­სი გა­ნა­ყო­ფია, ქარ­თვე­ლუ­რი, ანუ სვა­ნუ­რი შტო­სი, ჩერ­ქე­ზებ­თან ერ­თად. ჩერ­ქე­ზე­ბი, ადი­ღე­ლე­ბი, ყა­ბარ­დო­ე­ლე­ბი – ესე­ნი არი­ან უახ­ლო­ე­სი გა­ნა­ყა­რი სვა­ნუ­რი შტო­სი. ახლა რა ეტაპ­ზეა კვლე­ვა?

– სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი იყო, პატ­რი­არ­ქი აფი­ნან­სებ­და, ის მო­ი­ძი­ებ­და ხოლ­მე თან­ხებს. მა­შინ ერთი ანა­ლი­ზი და­ახ­ლო­ე­ბით 120 დო­ლა­რი ღირ­და, ახლა უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლას­თვის. ახლა ქარ­თვე­ლე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იკე­თე­ბენ ანა­ლიზს. ჩვენ ვმუ­შა­ობთ ამ მა­სა­ლე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სა და სტა­ტი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის კუ­თხით.

სა­ინ­ტე­რე­სო თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­ვუ­კავ­შირ­დით ასე­ვე თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ბავ­შვთა უკა­ნო­ნო გაშ­ვი­ლე­ბის თე­მა­ზე და გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ეხ­მა­რე­ბა და­კარ­გულ ოჯა­ხებს. თა­მუ­ნა, გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი­რე­ბი­სას ქარ­თვე­ლე­ბის დნმ-ში რო­მე­ლი ერე­ბის კოდი ამო­დის ყვე­ლა­ზე ხში­რად?

– ძი­რი­თა­დიც ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია ასე­თი, ძი­რი­თა­დად მა­ინც ქარ­თვე­ლებ­მა მო­ვა­ხერ­ხეთ და გენი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მა­ინც ბერ­ძნუ­ლი კო­დია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

– ძი­რი­თა­დად რო­მელ კუ­თხეს ტეს­ტავთ?

– ყვე­ლას. მეტ-ნაკ­ლე­ბად გვი­ჭირს რაჭ­ვე­ლე­ბის და სვა­ნე­ბის და­ტესტვა, რად­გან იქ ნაკ­ლე­ბი იყო ბავ­შვე­ბის მო­პარ­ვი­სა და გაშ­ვი­ლე­ბის ფაქ­ტე­ბი, ამი­ტომ დიდ ინ­ტე­რესს არ იჩე­ნენ, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც. დიდ­წი­ლად არის სა­მეგ­რე­ლო, ზეს­ტა­ფო­ნი, ქუ­თა­ი­სი და კა­ხე­თი, რა­ტომ? ქუ­თა­ი­სი იყო ცენ­ტრი, იქ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ რე­გი­ო­ნე­ბი­დან, მთე­ბი­დან, ვი­საც ბავ­შვე­ბის და­ტო­ვე­ბა უნ­დო­დათ, რომ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო ეს ამ­ბა­ვი. სა­მეგ­რე­ლო­ში, ჯვრის სამ­შო­ბი­ა­რო­ში პირ­და­პირ გად­მო­დი­ოდ­ნენ აფხა­ზე­თი­დან, იქ აჩენ­დნენ, ტო­ვებ­დნენ და გა­და­დი­ოდ­ნენ აფხა­ზეთ­ში.

– “37 მა­ნე­თად რუ­სეთ­ში გა­დაფ­რე­ნი­ლი” მა­მე­ბის თა­ო­ბის შვი­ლე­ბი თუ არი­ან, რომ­ლე­ბიც მშო­ბელს ეძე­ბენ? ძა­ლი­ან ბევ­რია, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი მა­მე­ბი­სა და მათი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ოჯა­ხე­ბი­დან კარ­გი გან­წყო­ბა არ არის ამ ბავ­შვე­ბის მი­მართ… კონ­ტაქ­ტი გვაქვს ამ ბავ­შვებ­თან, თა­ვი­სი სა­ი­ტი აქვთ შექ­მნი­ლი და სულ გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან. მა­მებ­საც ვპო­უ­ლობთ, მაგ­რამ მათ მა­ინც და მა­ინც არ უხა­რი­ათ შვი­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა…. მო­პა­რუ­ლი და გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის საქ­მე­ზე ოთხი წლის წინ გა­მო­ძი­ე­ბაც და­ი­წყეს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი სი­ახ­ლე არ გვაქვს – არა­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ დამ­დგა­რა. 2005-2006 წლე­ბის საქ­მე­ე­ბიც გვაქვს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, შსს-ში რომ მი­ვი­ტა­ნეთ, უკვე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი იყო, დო­კუ­მენ­ტით, ადა­მი­ა­ნე­ბის სახ­ლე­ბი და გვა­რე­ბი, ვინც ამ სქე­მა­ში იყო ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. თუმ­ცა ის ხალ­ხიც კი არ არის გა­მო­კი­თხუ­ლი, ვინც საქ­მე­ში მოწ­მე­ე­ბად გვყავს წარ­მოდ­გე­ნი­ლი…

გაზიარება: