ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

როგორ მიჰყავს გინეკოლოგიურ პრობლემებამდე გოგონა ეკრანდამოკიდებულებას და როგორ მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციებზე – თემურ მიქელაძის რეკომენდაცია მშობლებს

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

პედიატრი, პროფესორი თემურ მიქელაძე გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს, როგორ მოქმედებს ეკრანდამოკიდებულება გოგონას რეპროდუქციულ ფუნქციაზე:

  • ე.წ. გაჯეტდამოკიდებულება გოგონებისთვისაც და ვაჟებისთვისაც საზიანოა. თუმცა, განსაკუთრებით საყურადღებო პრეპუბერტატული ასაკის გოგონებისათვისაა. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ქვეყანაში ჯანმრთელი რეპროდუქციული ასაკი გვქონდეს და შობადობა მოგვემატოს. ეკრანდამოკიდებულება მეტაბოლური სინდრომის, სიმსუქნის, სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევის განვითარების მაღალი რისკია. ეკრანდამოკიდებულების შედეგად, გოგონა, პრაქტიკულად, არ იძინებს. მეორე დღით გამოუძინებელია. ნეირო-ენდოკრინული ცვლილებები მიმდინარეობს და სხვადასხვა გინეკოლოგიური პრობლემა იქმნება. ეს, განსაკუთრებით, მენსტრუაციასთანაა კავშირში. ექიმებს ხშირად მენსტრუაციული ციკლის შემცირებასთან, ან გახანგრძლივებასთან, გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით მიმართავენ. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 15 წლამდე მენსტრუალური ციკლი მოუწესრიგებელია და შესაძლებელია, 6 თვის განმავლობაში გოგონას ერთხელაც კი ჰქონდეს. ამიტომ, მთავარი რეკომენდაცია ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სწორ კვებას ეხება. მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ, რომ 9 წლიდან 15 წლამდე ასაკის გოგონები ცხოვრების ჯანსაღი წესით იყვნენ დაკავებულნი, რამეთუ ჯანსაღ რეპროდუქციულ ასაკამდე მივიდეთ და ჯანმრთელი თაობა გვყავდეს.
გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026