ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“იაშვილის ბავშვთა კლინიკაში მომატებულია მომართვა, მათ შორის ბევრია ფილტვების ანთების შემთხვევა” – რა ხდება ცნობილი გავრცელებულ ვირუსზე?

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ახა­სი­ა­თებს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, შე­საძ­ლოა გა­ხან­გრძლივ­დეს ხვე­ლა – 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი რის­კის ჯგუფ­ში შე­დი­ან“ – ივა­ნე ჩხა­ი­ძე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვირუ­სის შე­სა­ხებ

“იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მო­მა­ტე­ბუ­ლია მო­მარ­თვა, რის უკა­ნაც ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვა დგას – 32 ბავ­შვი მკურ­ნა­ლობს სა­სუნ­თქი სის­ტე­მის სხვა­დას­ხვა მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბით, მათ­გან 8 ბავ­შვთან დად­გე­ნი­ლია ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა,“ – ამის შე­სა­ხებ იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, H3N2 ტი­პის ვირუ­სის­თვის, რო­მე­ლიც ახლა ცირ­კუ­ლი­რებს, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ხვე­ლა, რო­მე­ლიც 3 კვი­რა­ზე მეტი ხან­გრძლი­ვო­ბი­საა.

„არა­ნა­ი­რი გან­სხვა­ვე­ბა არ აქვს პა­ცი­ენ­ტის­თვის გრი­პის უკან დგას „ღო­რის გრი­პი“, თუ ე.წ. ჰონგ-კონ­გის. ორი­ვე A ტი­პის გრი­პის ვირუსს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. მათ შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არ გახ­ლავთ არც და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მის მი­ხედ­ვით და არც გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვის ალ­ბა­თო­ბის მი­ხედ­ვით.
გრი­პის ვირუს­თან მი­მარ­თე­ბით არ­სე­ბობს რის­კის ჯგუ­ფე­ბი. 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი სწო­რედ რის­კის ჯგუფ­ში შე­დი­ან. რა თქმა უნდა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­მარ­თვა რო­გორც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ რგოლ­ში, ისე სტა­ცი­ო­ნა­რულ­ში, ძი­რი­თა­დად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის ავა­დო­ბით.
რო­დე­საც მო­მარ­თვა­ზე ვსა­უბ­რობთ, სტა­ცი­ო­ნა­რულ რგოლ­ში, ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი არის გრი­პის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ისე­თი გარ­თუ­ლე­ბა, რო­გო­რიც არის ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა. ჩვენს კლი­ნი­კა­ში მო­მა­ტე­ბუ­ლია მო­მარ­თვა ოქ­ტომ­ბერ­თან შე­და­რე­ბით. ამ მო­მარ­თვის უკან დგას ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვა. დი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 32 ბავ­შვია, რო­მე­ლიც მკურ­ნა­ლობს სა­სუნ­თქი სის­ტე­მის სხვა­დას­ხვა მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზით, მათ შო­რის 8 ბავ­შვთან დად­გე­ნი­ლია ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა. ეს გუ­ლის­ხმობს და­ა­ვა­დე­ბის უფრო მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ობს, უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას.
ერთი, რაც H3N2 ტი­პის ვირუსს ახა­სი­ა­თებს, არის ის, რომ გა­და­ტა­ნის, მწვა­ვე პე­რი­ო­დის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ შე­საძ­ლოა გა­ხან­გრძლივ­დეს ხვე­ლა. 3 კვი­რა­ზე მეტი გა­ხან­გრძლი­ვე­ბა H3N2 ტი­პის ვირუ­სის­თვის, რო­მე­ლიც ახლა ცირ­კუ­ლი­რებს უფრო მე­ტად არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ვიდ­რე სხვა ტი­პის გრი­პის ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში“,- აღ­ნიშ­ნა ივა­ნე ჩხა­ი­ძემ „მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“სიყვარულის ქალაქში… მაგრამ სად არის სიყვარული?!” – რას წერს ლიზა იასკო პარიზიდან
December 9, 2025
საზოგადოება
იმაზე მეტია ვიდრე ბევრი წარმოიდგენდა – ცნობილია ჯამურად რა თანხა გამოუმშავეს მერაბ დვალიშვილმა და პიოტრ იანმა
December 8, 2025
საზოგადოება
საშიში ცვლილებები ბავშვის ტვინში, რაზეც მშობელს ხშირად წარმოდგენაც არა აქვს – რა შედეგი დგება, როცა ბავშვის მთავარი გასართობი ეკრანია!
December 6, 2025
საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება – საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი
December 5, 2025