ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

სურსათის სააგენტო კვების ობიექტებში, ცხიმებისა და ზეთის შემოწმების შედეგებს აქვეყნებს

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ხშირად გამოიყენება ფრიტურული ცხიმი/ზეთი კარტოფილის (ე.წ. ფრი), ფრინველის ხორცის, ცომეულის და სხვა პროდუქტების შესაწვავად.

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ფრიტურული ცხიმი/ზეთის ტემპერატურას, უვნებლობასა და ხარისხს სპეციალური მოწყობილობით (VITO ზეთის ტესტერი) რეგულარულად აკონტროლებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება მსხვილი და მცირე ობიექტები. ამ დროისთვის შემოწმებულ ობიექტებში დარღვევები არ გამოვლენილა.

სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციას აძლევს ბიზნესოპერატორებს, მუდმივად განახორციელონ შიდა კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ მაჩვენებელი ნორმას აღემატება, ობიექტი ვალდებულია ზეთი დაუყოვნებლივ გამოცვალოს.

მაღალი ტემპერატურის შედეგად, დროთა განმავლობაში ზეთში გროვდება ისეთი ნაერთები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია გამოყენებული ზეთის ნარჩენების სწორად მართვა, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება (დადგენილება N 605). დაუშვებელია გამოყენებული ცხიმის/ზეთის ნიჟარაში ან გარემოში დაღვრა, რადგან იწვევს ეკოლოგიურ დაბინძურებას, ამავდროულად, აზიანებს მილებს. კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულოა გამოყენებული ცხიმის/ზეთის შეგროვება და სპეციალიზებული კომპანიებისთვის გადაცემა, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნული ნარჩენის გადამუშავებას.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე – 1️5-01. სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.

ინფორმციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
მილიარდერები მსოფლიოს დასასრულისთვის ემზადებიან? – კოსმოსური თავშესაფრები, “განკითხვის დღის“ ბუნკერები და კუნძულები უსაფრთხო ზონაში
October 26, 2026
საზოგადოება
„ეს კრემის რეკლამას კი არა, პორნოგრაფიას უფრო ჰგავს“ — გარდაცვლილი შვილის დედის მიმართ კრიტიკა არ წყდება!
October 26, 2026
საზოგადოება
”თუ გინდათ ჩამქოლეთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა…” – გიორგი უშიკიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, გიორგისგან ამას არავინ ელოდა
October 26, 2026
საზოგადოება
❗️🔴 ნუცა თოფურია გურამ დადიანიძის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს — რა ინფორმაცია გავრცელდა ნეშტის აღმოჩენის შესახებ?ვრცლად ნახეთ კომენტარში ⬇️
October 26, 2026