ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება!

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

🔻 2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება | ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში განათლების მინისტრის პოსტზე მყოფმა გივი მიქანაძემ განაცხადა:

💬 “მეორე კურსიდან და მიმდინარე რაც არის ჩვეულებრივად დარჩება იმ საგრანტო დაფინანსებაზე, ოღონდ მილევად რეჟიმში. რაც შეეხება ახლად მიღებულ სტუდენტებს, ამ მოცემულობაში უკვე რაიმე ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვისაც, სადაც გრანტს რომ მოიპოვებოდნენ, მოხდებოდა ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, კონკურენციაც, რა თქმა უნდა, მატულობს. მოცემულობა არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ჩვენ ამ საჭიროებების მიხედვით გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც სახელფასო საკითხებთან, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან და ა.შ. ახლა გვაქვს ჩვენ შემდეგი სამი -ოთხი წელიწადი გარდამავალი პერიოდი. თუმცა კომპონენტი, რომელიც საგრანტო დაფინანსებას ეხება, შემდეგი სასწავლო წლიდან ამოქმედდება. საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან დაკავშირებით შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაკვეთა, ეს იქნება პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და მათთან მიმართებაში იქნება შესაბამისი თანხები უნივერსიტეტებზე გადახდილი და თუ კი დამატებითი საჭიროება წარმოიშობა, რაღაც კონკრეტულ მიმართულებებზე კერძოებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კერძოებთან მიმართებაშიც. თუმცა, ამ მოცემულობასთან დაკავშირებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება გამართული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ორიენტირს, იმიტომ რომ ამ რეფორმის კონცეფცია პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება“ | თქვა მიქანაძემ.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის” – რა განმარტება კეთდება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ?
March 6, 2026
საზოგადოება
ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ომის დასასრულებლად – „ევრონიუსი“
March 4, 2026
საზოგადოება
უმძიმესი დანაშაული თბილისში – დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ყინვებში
February 28, 2026
საზოგადოება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
February 22, 2026