ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

გადაწყვეტილება, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება – მთავრობამ დადგენილება უკვე მიიღო

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭელი აიკრძალება. ამის შესახებ „ტექნიკური რეგლამენტი – სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ უკვე გამოქვეყნებულია.

დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ რეგულაცია ძალაში 2026 წლის 1-ლი იანვრიდან შევა, თუმცა ბიზნეს ოპერატორებს მისი ამოყიდვისთვის გარდამავალ პერიოდი მიეცემათ.

უფრო კონკრეტულად:

სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში;

პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია დადგენილების ამოქმედებიდან ექვსი თვის განმავლობაში;

ხოლო, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალები და ნაკეთობები (საგნები), რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისა (ჩანგლების, დანების, კოვზები და ა.შ.), დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.

ამასთან, აკრძალულია სეს ესნ-ის 3917 − სასაქონლო პოზიციაში, 3924 10, 3923 10 და 3923 50 სასაქონლო სუბ პოზიციებში კლასიფიცირებული, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება.ასევე, აკრძალულია საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის.

თუმცა, დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ აკრძალვა არ ვრცელდება პლასტმასისაგან დამზადებულ ერთჯერადი გამოყენების შესაფუთ ნაკეთობებზე (საგნებზე), რომლებიც განკუთვნილია დაფასოებული სურსათისათვის

აღნიშნული რეგულაცია ეხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, მზა სურსათს, პლასტიკის მწარმოებლებს, იმპორტიორებს და ა.შ.

რაც შეეხება კონტროლს, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ: სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და შემოსავლების სამსახუი

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
მილიარდერები მსოფლიოს დასასრულისთვის ემზადებიან? – კოსმოსური თავშესაფრები, “განკითხვის დღის“ ბუნკერები და კუნძულები უსაფრთხო ზონაში
October 26, 2026
საზოგადოება
„ეს კრემის რეკლამას კი არა, პორნოგრაფიას უფრო ჰგავს“ — გარდაცვლილი შვილის დედის მიმართ კრიტიკა არ წყდება!
October 26, 2026
საზოგადოება
”თუ გინდათ ჩამქოლეთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა…” – გიორგი უშიკიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, გიორგისგან ამას არავინ ელოდა
October 26, 2026
საზოგადოება
❗️🔴 ნუცა თოფურია გურამ დადიანიძის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს — რა ინფორმაცია გავრცელდა ნეშტის აღმოჩენის შესახებ?ვრცლად ნახეთ კომენტარში ⬇️
October 26, 2026