რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.