ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

თხელი ბლინები ალეკო ჯავაშვილის რეცეპტით: “ამ ცომით ნებისმიერ ტაფაზე გამოგივათ”

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ცნობილი მზარეული ალეკო ჯავაშვილი გამომწერებს თხელი ბლინების რეცეპტს უზიარებს. მისი თქმით, ამ ცომით ბლინები ნებისმიერ ტაფაზე გამოვა.

“ერთ მითს დავანგრევ, თითქოს ბლინებისთვის მხოლოდ სპეციალური ბლინის ტაფაა საჭირო – ესაა მითი, ნებისმიერ ტაფაში გამოდის. მთავარია, ცომის მასა კარგად იყოს გაკეთებული.

პირველ დასხმამდე ტაფაზე ზეთის წასმაა საჭირო.” – ამბობს მზარეული.

დაგჭირდებათ:

2 კვერცხი

40 გრამი ზეთი

მწიკვი მარილი და შაქარი

ავთვიფოთ ხელის სათქვეფით და დავამატოთ 500-600 მლ წყალი.

დავამატოთ 10 სავსე სუფრის კოვზი ფქვილი. ისევ ხელის სათქვეფით ავთქვიფოთ. შემდეგ საწურზე გავატაროთ, რომ გაუხსნელი ფქვილის ნაწილაკები არ შეჰყვეს.

ამის შემდეგ ერთი საათით მაცივარში დავასვენოთ.

შიგთავსი:

დავაბლენდეროთ 50 გრამი ტარხუნა და 50 გრამი არაჟანი. ეს მასა ავურიოთ დაფხვნილ ყველში, დავამატოთ 2-3 სუფრის კოვზი არაჟანი და მოვურიოთ.

ვასხამთ ტაფაზე, ზედმეტ მასას უკანვე ჩამოვწურავთ და ვაცხობთ მხოლოდ ერთ მხარეს.

ბლინის იმ მხარეს, რომელიც ტაფაზე გამოცხვა, ვდებთ შითავსს და ვახვევთ.

გაზიარება: