ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ჩინური ყალბი ბრინჯი – როგორ მზადდება, რა საფრთხეს შეიცავს და როგორ განვასხვავოთ?

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

უკვე მინიმუმ ხუთი წელია, რაც ჩინეთში პლასტმასის მასალისგან ყალბი ბრინჯის წარმოება დაიწყეს და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აღნიშნული ბიზნესი საკმაოდ მომგებიანიც აღმოჩნდა.
პლასტმასის ბრინჯი ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივისგან, მაგრამ მოხარშვის შემდგ არ რბილდება და, რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

ყალბი ბრინჯი გამოდის “China’s Wuchang rice”-ის სახელწოდებით. საქმე ის არის, რომ რეალური “Wuchang rice”-ი მსოფიოში ცნობილია თავისი უმაღლესი ხარისხით, შესაბამისად, მაღალი ფასით. სწორედ ამიტომ აირჩიეს გამყალბებლებმა აღნიშული ბრენდის სახელის გამოყენება თავისი პროდუქტის გასასაღებლად.

საიდუმლოდ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ბრინჯის დასამზადებლად მცირე რაოდენობით ბრინჯ “Wuchang”-ს ურევენ პლასტმასის ბრინჯში, ამატებენ არომატიზატორებს, რათა პლასტმასმა რეალური ბრინჯის სუნი მიიღოს, აპაკეტებენ და ისე უშვებენ მაღაზიებში. ყოველწლიურად 800 000 ტონა რეალური Wuchang-ი იწარმოება, თუმცა “Wuchang”-ს სახელწოდებით 10 მილიონი ტონა ბრინჯი იყიდება. აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ 9 მილიონი ტონა ყალბია.

სამი ფინჯანი პლასტმასის ბრინჯის მირთმევა იგივეა, რაც ერთი პოლიეთილენის პაკეტის შეჭმა. ეს ძალიან სახიფათოა და შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას ჯანმრთელობას, უფრო მეტიც, შესაძლოა ფატალური შედეგიც კი ჰქონდეს.
პლასტმასის ბრინჯის შესახებ სიმართლე გაირკვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროდუქტის ჩინეთის საზღვრებს გარეთ გატანა დაიწყეს. მისი ექსპორტი ხდება ინდოეთში, ვიეტნამში, ინდონეზიაში, სინგაპურში, ფილიპინებში.
ბოლო დროს გავრცელდა ხმები, რომ აღნიშნული ბრინჯი საქართველოშიც გამოჩნდა, თუმცა ოფიციალურად ეს არ არის დადასტურებული. ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია ფრთხილად ვიყოთ, და უცნობი მწარმოებლისა თუ დისტრიბუტორის პროდუქტს მოვერიდოთ.
ქვემოთ კი გთავაზობთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ხდება პლასტიკური მასალისგან ბრინჯის წარმოება.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026