ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

რჩევები 98 წლის ბებოსგან: ტოლმა რომ “სამეფო” გამოგივიდეთ

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ტოლმა კავკასიელი ხალხის უსაყვარლესი კერძია და მის წარმოშობაზე მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი დღემდე დაობს. ტოლმა უყვართ საქართვლოშიც. ყველა დიასახლისმა იცის მისი რამდენიმე ვარიანტი, განსაკუთრებით კი პოპულარულია ტოლმა ვაზის ფოთოლში.

მაგრამ თუ ყველა დიასახლისისთვის ცნობილია მისი ძირითადი ინგრედიენტები, ძალზე ცოტა თუ ფლობს ტოლმის განსაკუთრებული გემოსა და არომატის საიდუმლოს.

ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც 98 წლის ქალბატონისგან მოვისმინეთ და რომლის კულინარიულ ხელოვნებაში ეჭვი არ გვეპარება, რათა “სამეფო ტოლმის” ხელოვნებას თქვენც დაეუფლოთ.

მაშ ასე: კარგი ტოლმისთვის აუცილებელია ძროხის ხორცს შეურიოთ ღორის ხორციც (ცოტა მსუქანი) პროპორციით: 1/2 (ანუ ღორის უფრო მეტი), ასე ტოლის ფარში არა გამომშრალი, არამედ უფრონაზი წვნიანი გამოვა.

სასურველია გამოიყენოთ მრგვალი ბრინჯი, ოღონდ არ გადაამეტოთ მის რაოდენობას, რათა საბოლოოდ მარტო ბრინჯით გამოტენილი ტოლმა არ შეგრჩეთ ხელში.

რაც შეეხება მწვანილს და სანელებლებს, ხახვის, ქინძის, ოხრახუშის, წიწაკის, ხმელი სუნელების პარალელურად, ტოლმის ფარშში აუცილებლად დაუმატეთ რეჰანი (მათ შორის ხმელიც) და ტარხუნა (თუ ნედლი არ გაქვთ, ხმელი), რომელსაც განსაკუთრებულად პიკანტური არომატი შემოაქვს კერძში.

და ბოლოს, ტომატ-პასტასთან ერთად არ დაგავიწყდეთ კომშის რამდენიმე ნაჭრის ჩალაგება ხარშვის დროს. ეს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს თქვენი კერძის გემოსა და არომატს.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საინტერესო
გაიჩერეთ ნიორი პირში 30 წუთის განმავლობაში და გაიგე, რას უწყობს ხელს ეს უცნაური, მაგრამ ეფექტური ხერხი!
March 7, 2026
საინტერესო
მომილოცეთ ❤️ ელის მარიას ”ძამიკო” ეყოლება, მიშას საჩუქარია… 😱😱 ნახეთ სოფოს ნიჟარაძის ოჯახში მატება.
February 18, 2026
საინტერესო
“ერთი ადამიანი მოკვლით დამემუქრა…“ – ზალიკო ბერგერის სკანდალური განცხადება
February 12, 2026
საინტერესო
დიდი ხნის ნაცნობმა მამა გაბრიელთან რამდენიმე კაცი მიიყვანა გასაცნობად, თან განუმარტა მათ, რომ გაბრიელი წმინდა მამა იყო და არაფერს ჭამდა. სტუმრების გამოჩენისთანავე მამა გაბრიელმა ყვირილი და უცნაური სიტყვების წარმოთქმა დაიწყო. ჯამს ეცა და გაიძახოდა:
February 12, 2026