ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

2026 წელს სკოლებში დასაქმებულების ნაწილს ხელფასი 20%-ით გაეზრდება

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

მომავალ წელს საჯარო სკოლებში დასაქმებულების ნაწილი 20%-ით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. როგორც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე გადამუშავებულ ვარიანტშია აღნიშნული, ანაზღაურება გაეზრდებათ სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალს, სკოლის ექთნებს და მანდატურებს.

„სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი იქნება 1.923 მლრდ ლარი, რაც პროექტის წინა ვერსიით განსაზღვრულ თანხას 37,1 მლნ ლარით აჭარბებს. გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში, საპარლამენტო განხილვების დროს დაყენებული წინადადებების შესაბამისად გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექთნების და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 10%-ისა“ – წერია ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება პედაგოგებს, როგორც ცნობილია 2026 წელს მასწავლებლების ხელფასების ზრდა დაგეგმილი არ არის.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
მილიარდერები მსოფლიოს დასასრულისთვის ემზადებიან? – კოსმოსური თავშესაფრები, “განკითხვის დღის“ ბუნკერები და კუნძულები უსაფრთხო ზონაში
October 26, 2026
საზოგადოება
„ეს კრემის რეკლამას კი არა, პორნოგრაფიას უფრო ჰგავს“ — გარდაცვლილი შვილის დედის მიმართ კრიტიკა არ წყდება!
October 26, 2026
საზოგადოება
”თუ გინდათ ჩამქოლეთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა…” – გიორგი უშიკიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, გიორგისგან ამას არავინ ელოდა
October 26, 2026
საზოგადოება
❗️🔴 ნუცა თოფურია გურამ დადიანიძის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს — რა ინფორმაცია გავრცელდა ნეშტის აღმოჩენის შესახებ?ვრცლად ნახეთ კომენტარში ⬇️
October 26, 2026