დეტალიც კი შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ამიტომ მიღებულ ინფორმაციას გამოძიებას ვაწვდით.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, ამ საქმეში ჩემი ერთადერთი მიზანია სიმართლის დადგენა და იმის უზრუნველყოფა, რომ უდანაშაულო ადამიანები არ დაისაჯონ. სწორედ ამიტომ ვაკვირდები პროცესებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით.
მადლობა ყველას ნდობისთვის, თანადგომისა და მოთმინებისთვის. როგორც კი მეტი ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მექნება, აუცილებლად მოგაწვდით.
და ბოლოს, მინდა იცოდეთ, რომ ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე, ელენე და ტარიელი მარტო ბევრს ვერ შევძლებდით თქვენი ჩართულობისა და თანადგომის გარეშე. მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს!“ – წერს ჟურნალისტი