ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

სავალდებულო ზამთრის საბურავები და… – ცვლილებები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდა

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ამოქმედდება. ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საპატრულო პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც.
მთავრობას დამტკიცებული და გამოქვეყნებული აქვს დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით. გთავაზობთ ჩამონათვალს:

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები:

თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) – მონაკვეთი ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძი რიკოთის გვირაბი-წევა;

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) – მონაკვეთი მლეთა-კობი;

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი დმანისის გადასახვევი- გუგუთი;

ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ქვიშხეთი-ვალე;

თბილისის შემოსავლელი – მონაკვეთი ზაჰესი-რუსთავი;

ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ახალციხე- საზღვარი;

ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ახალქალაქი- საზღვარი.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები:

ბათუმი (ანგისა)-ახალციხე – მონაკვეთი ქედა-ახალციხე;

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი – მონაკვეთი ნასაკირალის უღელტეხილი-ოზურგეთი;

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი – მონაკვეთი ჯვარი-ლასდილი;

ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა – მონაკვეთი წყალთაშუა-საირმე;

ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი – მონაკვეთი ძეძილეთი-მელე

ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) – მონაკვეთი ჟონეთი- ამბროლაური;

ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური – მონაკვეთი ორპირი-ტყიბული

ტყიბული (ნაქერალა)-ამბროლაური;

ალპანა-ცაგერი – მონაკვეთი ალპანა-ცაგერი;

ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბული – მონაკვეთი ძევრი-ტყიბული;

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი – მონაკვეთი ბორჯომი- ახალქალაქი;

ახალქალაქის შემოსავლელი – მონაკვეთი ახალქალაქი;

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი – მონაკვეთი გომი (სოფ. ვაყა)-საჩხერეჭიათურა-ზესტაფონი;

ჟინვალი-ბარისახო-შატილი – მონაკვეთი ჟინვალი-ბისო;

მონაკვეთი თიანეთი-ჟინვალი;

თბილისი (გლდანი)-თიანეთი – მონაკვეთი თბილისი-თიანეთი;

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა – მონაკვეთი ფარცხისი (თეთრიწყაროს გადასახვევი)- ნინოწმინდა;

მარნეული-თეთრიწყარო-წალკა – მონაკვეთი თეთრიწყარო-წალკა;

თბილისი (პანტიანი)-მანგლისი – მონაკვეთი თბილისი (პანტიანი)-მანგლისი;

ვაზიანი-გომბორი-თელავი – მონაკვეთი სასადილო-თელავი;

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორი – მონაკვეთი თიანეთი-ახმეტა;

დაბა ბაკურიანის წრიული – მთლიანად წრიული;

დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი – სრულად;

ჩოხატაური-ბახმარო – სრულად;

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთი – მონაკვეთი ნიჩბისი-დიდი თონეთი;

საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალი – მონაკვეთი საჩხერე (უზუნთა)-ზუდალი.

აღსანიშნავია, რომ თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილება, ასევე პირს შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“სიყვარულის ქალაქში… მაგრამ სად არის სიყვარული?!” – რას წერს ლიზა იასკო პარიზიდან
December 9, 2025
საზოგადოება
იმაზე მეტია ვიდრე ბევრი წარმოიდგენდა – ცნობილია ჯამურად რა თანხა გამოუმშავეს მერაბ დვალიშვილმა და პიოტრ იანმა
December 8, 2025
საზოგადოება
საშიში ცვლილებები ბავშვის ტვინში, რაზეც მშობელს ხშირად წარმოდგენაც არა აქვს – რა შედეგი დგება, როცა ბავშვის მთავარი გასართობი ეკრანია!
December 6, 2025
საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება – საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი
December 5, 2025