ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ახალი კვლევის მიხედვით, აფრიკის კონტინენტი “იხლიჩება”  – “ეს პროცესი შუაზე გაყოფს  უზარმაზარ ტბებს”

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

მაგ­ნი­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ კი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ აფ­რი­კა­სა და არა­ბეთს შო­რის გე­ო­ლო­გი­უ­რი გა­ყო­ფაა და­წყე­ბუ­ლი.

გახ­ლე­ჩის პრო­ცე­სი აფ­რი­კას ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი­დან სამ­ხრეთ ნა­წი­ლის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა, რა­საც სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და ვულ­კა­ნე­ბის ამოფრქვე­ვა სდევს თან.

რო­დე­საც ეს პრო­ცე­სი დას­რულ­დე­ბა (სა­ვა­რა­უ­დოდ 5-10 მი­ლი­ონ წე­ლი­წად­ში) აფ­რი­კა ორ ცალ-ცალ­კე კონ­ტი­ნენ­ტად გა­და­იქ­ცე­ვა.
და­სავ­ლე­თის ნა­წი­ლი უფრო დიდ ხმე­ლე­თით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სა­დაც ის ტე­რი­ტო­რია მოხ­ვდე­ბა, რომ­ლებ­ზეც დღეს აფ­რი­კის უმე­ტე­სი ქვეყ­ნე­ბი — მათ შო­რის ეგ­ვიპ­ტე, ალ­ჟი­რი, ნი­გე­რია, განა და ნა­მი­ბია მდე­ბა­რე­ობს.
აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე უფრო მცი­რე ზო­მის ხმე­ლე­თი დღე­ვან­დელ სო­მა­ლის, კე­ნი­ას, ტან­ზა­ნი­ას, მო­ზამ­ბიკს და ეთი­ო­პი­ის დიდი ნა­წილს მო­ი­ცავს.

“ეს აღ­მო­ჩე­ნე­ბი გვაძ­ლევს უნი­კა­ლურ წარ­მოდ­გე­ნას იმა­ზე, თუ რო­გორ იც­ვლე­ბა და მოძ­რა­ობს ჩვე­ნი პლა­ნე­ტა პირ­და­პირ ჩვენს ფეხ­ქვეშ” – გა­ნა­ცხა­და კი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გე­ო­ლოგ­მა, პრო­ფე­სორ პი­ტერ სტა­ილზ­მა.

ფე­ნე­ბის ტექ­ტო­ნი­კის თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, კონ­ტი­ნენ­ტე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე გან­ლა­გე­ბა გე­ო­ლო­გი­ურ წარ­სულ­ში სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

მი­ლი­ო­ნო­ბით ან შე­საძ­ლოა მი­ლი­არ­დო­ბით წლის წინ უზარ­მა­ზა­რი ტექ­ტო­ნი­კუ­რი ფე­ნე­ბი და­ი­შა­ლა და ერ­თმა­ნეთს მო­შორ­და, გა­მო­ი­ყოო ახა­ლი ოკე­ა­ნუ­რი ქერ­ქი და შე­იქ­მნა ოკე­ა­ნე­ე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს ვხე­დავთ — ეს პრო­ცე­სი “ზღვის ფსკე­რის განშლის“- ს სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი.

მკვლევ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კის “რიფტ­ზე” მი­უ­თი­თე­ბენ – გი­გან­ტუ­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 4 000 მი­ლის სიგ­რძი­სა და 30–40 მი­ლის სი­გა­ნის აფ­რი­კის ერთ-ერთ უდი­დეს ტექ­ტო­ნი­კურ სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც დე­და­მი­წის ქერ­ქის გაბ­ზარ­ვით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში, იორ­და­ნი­ი­დან სამ­ხრე­თით გა­დის და მო­ზამ­ბი­კამ­დე აღ­წევს. მი­იჩ­ნე­ვა, რომ მო­მა­ვალ­ში კონ­ტი­ნენ­ტის გახ­ლე­ჩის პრო­ცე­სი სწო­რედ ამ “რიფტ­ზე“ გა­ივ­ლის და მათ შო­რის შუ­ა­ზე გა­ყოფს აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კის ისეთ უზარ­მა­ზარ ტბებს, რო­გო­რიც მა­ლა­ვის და ტურ­კა­ნას ტბაა.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“სიყვარულის ქალაქში… მაგრამ სად არის სიყვარული?!” – რას წერს ლიზა იასკო პარიზიდან
December 9, 2025
საზოგადოება
იმაზე მეტია ვიდრე ბევრი წარმოიდგენდა – ცნობილია ჯამურად რა თანხა გამოუმშავეს მერაბ დვალიშვილმა და პიოტრ იანმა
December 8, 2025
საზოგადოება
საშიში ცვლილებები ბავშვის ტვინში, რაზეც მშობელს ხშირად წარმოდგენაც არა აქვს – რა შედეგი დგება, როცა ბავშვის მთავარი გასართობი ეკრანია!
December 6, 2025
საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება – საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი
December 5, 2025