ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

შეუძლიათ თუ არა პატრიარქის ნათლულებს ოჯახის შექმნა – მამა საბა ჭიკაიძის პასუხი.

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში რიგით 72-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდა. წელსაც, ამ თემის გარშემო ყველაზე აქტუალური კითხვაა, შეუძლიათ თუ არა პატრიარქის ნათლულებს სასიყვარულო ურთიერთობა, ოჯახის შექმნა. ამას დეკანოზი მამა საბა ჭიკაიძე შემდეგნაირად განმარტავს:

„მე რამდენადაც ვიცი, ეს ყველაფერი შესაძლებელია. ნათლია-ნათლულის შემთხვევაში, ეს არ არის ხორციელი კავშირი, ეს არის სულიერი ნათესაობა, კრძალვა იმ მირონის მიმართ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი ხაზით გადაეცემა. ის მონათლული, თავის ნათლიასთან სულიერ ნათესაობაში იმყოფება, ნათელმირონობაში – ორივე მათგანი სათითაოდ თავისი ნათლიის ნათესავია. ნათლიასთან, მის შვილთან და ა.შ არ შეიძლება არანაირი ურთიერთობა, მაგრამ თვითონ ნათლულები ერთმანეთის ნათესავები არ არიან.

ამიტომაც არის, რომ თავად პატრიარქმაც დააზუსტა და დაადგინა ეს ნათლობა. თუ პატრიარქის მონათლული ადამიანები, ყველანი ერთმანეთის ნათესავები არიან, მაშინ მათ ერთმანეთთან ურთიერთობა არ უნდა შეეძლოთ და ეს პატრიარქის მხრიდან ძალიან დიდი ცოდვის წახალისება იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის. 

პატრიარქის მიერ მონათლული ყველა ადამიანი ყველა პატრიარქის ნათესავია სულიერად, მაგრამ არა ერთმანეთის. ეს საყოველთაო ნათლობაც პატრიარქის მიერ სწორედ ამიტომაა დადგენილი“.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
მილიარდერები მსოფლიოს დასასრულისთვის ემზადებიან? – კოსმოსური თავშესაფრები, “განკითხვის დღის“ ბუნკერები და კუნძულები უსაფრთხო ზონაში
October 26, 2026
საზოგადოება
„ეს კრემის რეკლამას კი არა, პორნოგრაფიას უფრო ჰგავს“ — გარდაცვლილი შვილის დედის მიმართ კრიტიკა არ წყდება!
October 26, 2026
საზოგადოება
”თუ გინდათ ჩამქოლეთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა…” – გიორგი უშიკიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, გიორგისგან ამას არავინ ელოდა
October 26, 2026
საზოგადოება
❗️🔴 ნუცა თოფურია გურამ დადიანიძის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს — რა ინფორმაცია გავრცელდა ნეშტის აღმოჩენის შესახებ?ვრცლად ნახეთ კომენტარში ⬇️
October 26, 2026