ჟურნალისტი თაია გამთენაძე გურამ დადიანიძის მეგობრის ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის თქმითაც, თბილი მიმოწერების შემდეგ, მეგობრისგან მოულოდნელად ცივი პასუხების მიღება დაიწყო, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ შეტყობინებებს შესაძლოა თავად გურამი არ სწერდა.„მე მქვია ანა, საერთო სოფელი გვაქვს და გურიკაც იქ გავიცანი. ერთმანეთში ყოველ დღე მიმოწერა და მოკითხვა გვქონდა. ჩემი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ იყო ძალიან მხიარული ბავშვი. ზაფხულობით ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს, მართლა განსაკუთრებული მეგობარი იყო. თითქმის ყოველ დღე, ერთმანეთში მოკითხვა გვქონდა. სულ ვნახულობდი, თვითონაც მეუბნებოდა, როცა ჩამოხვალ, მნახეო. ჩვენი მეგობრობა მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა. ჩემთან მიმართებით რომ გურიკა შეიცვალა, დაკარგვის ამბავი მალევე გავიგე. მე რომ ვწერდი, როგორ ხარ-მეთქი, ცივი პასუხები მომდიოდა – „კარგად“ – ასე არ სჩვეოდა. ჩვენს შორის წყენა არ ყოფილა. სოფოსაც ვუთხარი. რომ ყოფილიყო, უფრო მშვიდად ვიქნებოდი, მეცოდინებოდა ჩემთან შეცვლის მიზეზი. ერთ დღეს მოხდა ეს ცვლილება.კითხვები მიჩნდებოდა, როცა სოფელში ჩავდიოდი, არ მნახულობდა. ვეკითხებოდი, რა გჭირს, ასე რატომ მპასუხობ, არაფერიო – მპასუხობდა. თავიდან მიცილებდა… მერე მწერდა. ძალიან განვიცდიდი. ჩემთვის ძალიან უჩვეულო ადამიანი გახდა. ყველას ცვალებადი ხასიათი გვაქვს, მაგრამ არასდროს მახსოვს, გურიკა მოწყენილი ყოფილიყო. რაღაც პერიოდში ვიფიქრე, ეს მართლა გურიკაა, ნეტა გურიკა მწერს-მეთქი? აშკარად, რაღაც მოხდა მის პირადში, ასე რომ შეიცვალა.მერე იძულებული ვიყავი, აღარ მიმეწერა. დროს მივცემ, იქნებ მერე გამოკეთდეს-მეთქი… ჩემი კლასელი იყო ლომისაზე და მითხრა, ბავშვი დაიკარგა და ეძებენო… მერე გავიგე… ერთი უცნაური რაც იყო, ჩვენი მონაწერებისთვის უნდა გადამეხედა, გურიკას დაბლოკილი ვყავდი და ნაწერები წაიშალა. მახსოვს, რომ მე არ წამიშლია…“ – ამბობს დაკარგული ბიჭის მეგობარი.
„ვიფიქრე, ეს მართლა გურიკაა, ნეტა გურიკა მწერს-მეთქი?.. გავიგე, ბავშვი დაიკარგა ლომისაზე და ეძებენო… და უცებ ჩვენი ნაწერები წაიშალა“ – რას ჰყვება გურიკა დადიანიძის მეგობარი?
wpadmin
•
•
კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90
მსგავსი სტატიები
საზოგადოება
„დავწერე და შევინახე, ოდესმე გამოვფენ… არ არის კარგად…“ – რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე ყოფილზე
October 25, 2026
საზოგადოება
❗️„სიმართლე ვეღარ დაიმალება!“ — რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს, როცა გურიკას ცხოვრება ტრაგედიად იქცა?!
October 25, 2026
საზოგადოება
„გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს
October 25, 2026
საზოგადოება
🔴 „იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ… ყველას“ — რა დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა სავარაუდოდ დანაშაულის შემდეგ?
October 25, 2026