⭕️ თელავში გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი იმყოფებოდა.
ელჩს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს თელავსა და გერმანიის ქალაქ ბიბერახს შორის 40-წლიან მეგობრობასა და თანამშრომლობაზე, სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, ენერგოეფექტურობისა და ნარჩენების სეპარაციის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე.
ასევე ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების განვითარების მნიშვნელობას.