💬🔻 “დაიმახსოვრეთ, მერაბ მალანია და მისი ოჯახი, ჩემთვის ნაცნობი ადამიანებიდან, ყველაზე საშიშები არიან. მერაბ მალანიაზე საშიში პიროვნება მე საქართველოში არ მეგულება… გიორგი მალანიას ადვოკატი დაჟინებით ამტკიცებდა ერთ კონკრეტულ ფაქტს, რომ არც ერთხელ არ დაურეკავს გიორგი მალანიას ალექსანდრე გაბაშვილისთვის. მე არ ვიცი, სად წაიკითხა ლაშა ცუცქირიძემ, რომ ვინმე აბრალებს გიორგი მალანიას იმას, რომ შენ ურეკავდი ალექსანდრე გაბაშვილს. ჩვენ ეს არ გვითქვამს არსად, ვგულისხმობ პროკურატურასაც. გიორგი მალანიას ბრალად ედება დახმარება ალექსანდრე გაბაშვილისთვის. ალექსანდრე გაბაშვილს როცა სჭირდებოდა დახმარება გიორგი მალანიასგან, მაშინ ურეკავდა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ გიორგი მალანია ადგილზე იყო თავდასხმის დროს, გიორგი მალანია თავს არ დასხმია გიგას, გიორგი მალანია ეხმარებოდა ალექსანდრე გაბაშვილს ამ დანაშაულის სისრულეში მოყვანაში. რა სახითაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს დახმარება, იმ ინფორმაციას იღებდა გიორგი მალანიასგან. ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანიასგან ბევრი ისეთ რამ იცოდა, რასაც ვერ მიაწოდებდა ნია იმნაძე და სხვა საერთო ნაცნობი მას გიგა ავალიანთან არ ჰყავდა. აქედან გამომდინარე, ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს, მიაწოდა გიორგი მალანიამ. ჩვენ გიორგი მალანიას ვედავებით ალექსანდრე გაბაშვილის დახმარებას და არა პირიქით ასე, რომ ზარის ავტორი ყოველთვის თუ არა, უფრო ხშირად იქნებოდა ალექსანდრე გაბაშვილი“ | თქვა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. კომენტარს Interpressnews ავრცელებს.
ეკა კუპატაძე: „მერაბ მალანიაზე საშიში პიროვნება მე საქართველოში არ მეგულება“
wpadmin
•
•
კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90
მსგავსი სტატიები
საზოგადოება
„დავწერე და შევინახე, ოდესმე გამოვფენ… არ არის კარგად…“ – რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე ყოფილზე
October 25, 2026
საზოგადოება
❗️„სიმართლე ვეღარ დაიმალება!“ — რა მოხდა იმ საბედისწერო ღამეს, როცა გურიკას ცხოვრება ტრაგედიად იქცა?!
October 25, 2026
საზოგადოება
„გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს
October 25, 2026
საზოგადოება
🔴 „იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ… ყველას“ — რა დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა სავარაუდოდ დანაშაულის შემდეგ?
October 25, 2026