რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი, “ტოიოტასა” და “ოპელის” მარკის და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის დროს დაშავდა 2 მგზავრი. ერთ-ერთ დაშავებულს სასწრაფოს ეკიპაჟმა სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია, მეორე კი კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.