ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“მე ვიცი სიმართლე – სინჯარა არ გატეხილა, ჩემი შვილი გაწირეს“ – ციმბირში გარდაცვლილი 28 წლის მეცნიერის დედა შავი ჭირის გაჟონვის შესახებ პირველად ალაპარაკდა

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ციმ­ბირ­ში შავი ჭი­რის სა­ვა­რა­უ­დო აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი 28 წლის რუსი მეც­ნი­ე­რის, და­რია ში­პი­ლო­ვას დედა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბებს იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში სინ­ჯა­რის გა­ტეხ­ვის შე­დე­გად და­ინ­ფი­ცირ­და. გარ­დაც­ვლი­ლის დედა, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სვეტ­ლა­ნა ში­პი­ლო­ვა აცხა­დებს, რომ სინ­ჯა­რის გა­ტეხ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შვი­ლის სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­წირ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

28 წლის და­რია ში­პი­ლო­ვა ირ­კუტსკის ციმ­ბი­რი­სა და შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის შავი ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში ლა­ბო­რან­ტად მუ­შა­ობ­და, რო­დე­საც იგი ცუ­დად გახ­და და 2 ოქ­ტომ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. იგი რუ­სეთ­ში ფილ­ტვის ჭი­რის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ პირ­ველ პა­ცი­ენ­ტად ით­ვლე­ბა.

მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ცნო­ბე­ბი, რომ მეც­ნი­ერს სა­ხი­ფა­თო პა­თო­გე­ნის შემ­ცვე­ლი სინ­ჯა­რა ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და და გა­უ­ტყდა. თუმ­ცა, გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ, სვეტ­ლა­ნა ში­პი­ლო­ვამ რუ­სულ გა­მო­ცე­მა Glubina-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მას ამ ვერ­სი­ის არ სჯე­რა, რად­გან მსგავ­სი სინ­ჯა­რის გა­ტეხ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

“მე ვიცი სი­მარ­თლე. ჩემი ჭკვი­ა­ნი ნაც­ნო­ბე­ბი­დან ამ ვერ­სი­ის არა­ვის სჯე­რა. ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო მუ­შაკ­მა იცის, რომ ასე­თი სინ­ჯა­რის გა­ტეხ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, კე­დელ­საც რომ ეს­რო­ლო, არ გა­ტყდე­ბა. მსგავ­სი რა­მის თქმა მხო­ლოდ მოყ­ვა­რულს შე­უძ­ლია“, – აღ­ნიშ­ნა სვეტ­ლა­ნა ში­პი­ლო­ვამ.

მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ეს სინ­ჯა­რე­ბი იმ­დე­ნად არის და­ცუ­ლი, რომ მათ­გან შიგ­თავ­სის დაღ­ვრა ან მათი გა­ტეხ­ვა ჰი­პო­თე­ტუ­რა­დაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია.“მათ უბ­რა­ლოდ ჩემი შვი­ლი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­წი­რეს“, – დას­ძი­ნა გარ­დაც­ვლი­ლი მეც­ნი­ე­რის დე­დამ.

რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით კვლავ დუ­მილს ინარ­ჩუ­ნე­ბენ. გარ­დაც­ვლილ მეც­ნი­ერ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი ასო­ბით ადა­მი­ა­ნი კა­რან­ტინ­ში მო­ა­თავ­სეს, ხოლო მოს­კოვ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ ის და­ა­დას­ტუ­რა, რომ ში­პი­ლო­ვა “და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი წარ­მო­შო­ბის პნევ­მო­ნი­ით“ გარ­და­იც­ვა­ლა.ექ­სპერ­ტე­ბი უკვე მსჯე­ლო­ბენ იმა­ზე, ხომ არ იყო შავი ჭი­რის ის შტა­მი, რომ­ლი­თაც ლა­ბო­რან­ტი და­ინ­ფი­ცირ­და, მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რო­გორც პო­ტენ­ცი­უ­რი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღი.

აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის (CDC) ყო­ფილ­მა დი­რექ­ტორ­მა რო­ბერტ რე­დფილდმა NewsNation-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ თუ მეც­ნი­ე­რი შავი ჭი­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობ­და და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და, არ­სე­ბობ­და მკაც­რი პრო­ტო­კო­ლი მისი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის­თვის.“თუ შავი ჭი­რის შტა­მი, რო­მელ­ზეც იგი მუ­შა­ობ­და, მა­ნი­პუ­ლი­რე­ბუ­ლი იყო იმგვა­რად, რომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი მგრძნო­ბე­ლო­ბა არ ჰქო­ნო­და… ეს ახ­სნი­და, თუ რა­ტომ ვერ იმოქ­მე­და მე­დი­კა­მენ­ტებ­მა“, – აღ­ნიშ­ნა რე­დფილდმა.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის არ ფიქ­რობს რომ მეც­ნი­ე­რი “ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღით და­ი­ღუ­პა“. თა­ვის მხრივ, კრემ­ლის სპი­კერ­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთ­მა ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას (WHO) შე­ა­ტყო­ბი­ნა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ტო­კო­ლე­ბი და­იც­ვა, ხოლო მე­დია შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

გაზიარება: