‼️🔻💬 „მოდი, ამასაც ვიტყვი, ბებია თუ გამოსულა უბანში და უთქვია „სადაც არის კარგად არის”… ნუ, ხო, [გურამ დადიანიძის ბებია] გასულა უბანში და ესეთი ამბები, რომ წამოვიდა — რა გასაკვირია, პროტესტის გრძნობა მქონდეს, არაფერ შუაში, რომ არა ვარ მე და ჩემ ოჯახს გათქირავენ და რავიცი მე, ყველაფერს, რომ დამაბრალებენ, რა გასაკვირია პროტესტის გრძნობა გამიჩნდეს და ბებია მოვიდეს და მითხრას, „გაანებეთ მაგ ბავშვს თავი, სადაც არი კარგად არის”, რას ქვია სადაც არი კარგად არის მაშინ (?)
კახა, რომ იძახის იმას, რომ მოვიდეს ერთი ეგ და დავუნგრევ ცხვირ-პირს თუ რაღაცას მაგის მაგვარს, გაბრაზებული ახლა… მე კახას მაგაშიც ვერ გავამტყუვნებ, გაბრაზებული არის ადამიანი, ესეთ დღეში ჩავარდა და მისი ოჯახი ხო? გაბრაზებულზე იძახის „მოვიდეს ერთი აქ”, ხო? და ბებია მოუტრიალდა — „ცხვირ-პირს დაუმტვრევ არა, ხელსაც ვერ დააკარებო”. ამდენ რამეს თუ იძახის ეს ქალი და ისე მოიხსენიებს, რომ თითქოს იცის სად არის და როგორ არის [გურამი] ჩვენ, რაღას გვერჩიან მაშინ? მაგიტომ დავიწყე წეღან ლაპარაკი, რომ მემგონი ოჯახიდან უნდა დაიწყოს ამ საქმის გამოძიება პირველ რიგში და რიალურად იმ ადამიანებმა უნდა დაიწყონ ლაპარაკი, ვინც — ჩვენ, თექვსმეტივე, რომ მოგვკრიბონ რაც ვიცით, იმაზე ბევრად მეტი იციან… ჩემი ვარაუდია ეს და ჩემი ფიქრი არის ეს, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს…
პროტესტის გრძნობა, რომ გაუჩნდა ხალხს, რომ, აი, ესეთ დღეში ჩაგვყარეს, გამოსულა [ბებია] და [უთქვამს] „გაანებეთ იმ ბავშვს თავი, სადაც არის, კარგად არის”…. მე, როგორც ვიცი, ეს ყველაფერი გამოძიებამდე არის მიტანილი… ”| ამბობს, გურამ დადიანიძის საქმის მოწმე, ირაკლი ოქრაძე გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან” საუბრისას.