ირკუტსკის ოლქში დიდი ხნის წინ დამარცხებულმა, მომაკვდინებელმა ბაქტერიოლოგიურმა ინფექციამ – შავმა ჭირმა იფეთქა.
როგორც რუსული მედია იუწყება პრობლემები რეგიონში მას შემდეგ დაიწყო, რაც 2026 წლის 25 სექტემბრის ბოლოს, ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტის 27 წლის ლაბორატორიის ტექნიკოსმა დარია შიპილოვამ, კვლევის დროს შემთხვევით გატეხა საშიში პათოგენის შემცველი საცდელი სინჯარა.
როგორც ჩანს დარია “შავი ჭირით“ დაინფიცირდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ირკუტსკის რეგიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში, კერძო შელეხოვსკაიას რაიონული საავადმყოფოში, სადაც პაციენტი ჰოსპიტალიზებული იყო, პაციენტი 2 ოქტომბრის ღამეს გარდაიცვალა; ორივე ტესტმა ინფექცია დაადასტურა.
რუსული მედიის ცნობით, ჰოსპიტალიზებულთა ნაწილს სიმპტომები აღენიშნება, თუმცა ეს ინფექციით დადასტურებულ გადადებას არ ნიშნავს.
ამჟამად სპეციალისტები ადგენენ იმ პირთა წრეს, რომლებსაც ჰქონდათ კონტაქტი სტაციონარებში.
მაცხოვრებლების უსაფრთხოების მიზნით, ირკუტსკის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მასობრივი ღონისძიებების გადადება.