ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ევა ბუთიაშვილი სელინ დიონის ვიდეოკოლაჟში – რა კადრებს აქვეყნებს მსოფლიო ვარსკვლავი, სადაც პატარა ევასთან ერთად ცეკვავს?

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

🌐ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️

ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გა­ვაზ­ში მცხოვ­რე­ბი პა­ტა­რა გო­გო­ნა – ევა ბუ­თი­აშ­ვი­ლი უკვე მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ ვარ­სკვლა­ვად იქცა. მის ვი­დე­ო­ებს მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა წერ­ტი­ლი­დან აქვს გა­მოხ­მა­უ­რე­ბა.ცოტა ხნის წინ ევა ბუ­თი­აშ­ვი­ლის ვი­დეო ცნო­ბილ­მა თურ­ქმა მსა­ხი­ობ­მა, დე­მეთ ოზ­დე­მირ­მა Instagram Story-ში გა­ა­ზი­ა­რა. “ვფი­ცავ, მაგ­რამ ვერ ვამ­ტკი­ცებ”, – წერს დე­მე­თი ვი­დე­ო­ზე, სა­დაც ევა თა­ვის ბა­ბუ­ას­თან ერ­თად ცეკ­ვავს და პო­ზი­რებს კი­დეც.

ამ­ჯე­რად ევამ მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვის, სე­ლინ დი­ო­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. მომ­ღე­რალ­მა “ინ­სტაგ­რამ­ში“ უახ­ლე­სი ვი­დეო გა­ნა­თავ­სა, სა­დაც ერთ-ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში ევა ბუ­თი­აშ­ვი­ლის სწო­რედ ეს ვირუ­სუ­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო აქვს ჩარ­თუ­ლი და მას­თან ერ­თად ცეკ­ვავს.

“ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ!“ – ის­მის პა­ტა­რა ევას შე­ძა­ხი­ლი სე­ლინ დი­ო­ნის ვი­დე­ო­ში.დი­ო­ნის ვი­დე­ოს “ინ­სტაგ­რა­მის“ სთო­რი­ში აქ­ვეყ­ნებს ევა ბუ­თი­აშ­ვი­ლის დე­დაც.

  •  არის ევა ბუ­თი­აშ­ვი­ლი?

ევა ამ­ჟა­მად ჯერ კი­დევ პა­ტა­რა გო­გო­ნაა, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უკვე სა­კუ­თა­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი აუ­დი­ტო­რია ჰყავს. მისი და ანა­მა­რია ასე­ვე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ოჯა­ხურ ვი­დე­ო­ებ­ში და მუ­სი­კით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი – ფან­დურ­ზე, გი­ტა­რა­სა და ტამ­ტამ­ზე უკ­რავს და ინ­გლი­სურ­საც სწავ­ლობს. მათი დე­დის თქმით, ანა­მა­რი­ას მო­მა­ვალ­ში მსა­ხი­ო­ბო­ბა და მომ­ღერ­ლო­ბა სურს.

ოჯა­ხის პო­პუ­ლა­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სწრა­ფად გა­ი­ზარ­და: Ambebi.ge-სთან 2025 წლის აგ­ვის­ტო­ში ფიქ­რია ბუ­თი­აშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ Facebook-ზე უკვე 118 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავ­დათ, ხოლო TikTok-ზე ან­გა­რი­შის შექ­მნი­დან სულ ორ კვი­რა­ში 67 ათას გა­მომ­წერს მი­აღ­წი­ეს.

დღეს კი მათი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და. Instagram-ის ან­გა­რიშს anamaria_eva_ ასო­ბით ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს, TikTok-ის გვერ­დზეც კი უკვე ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ადევ­ნებს თვალს პა­ტა­რა ევას ყო­ველ­დღი­ურ ვი­დე­ო­ებს.

გაზიარება: